
ევროკომისიამ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში მოამზადა, რომელშიც საქართველოსგან კვლავ მოითხოვს, რომ სასამართლოებში ე.წ. ვეტინგის სისტემა დაინერგოს. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი უნდა დაინერგოს.
ევროკომისიის აზრით, კეთილსინდისიერების შემოწმებაში უცხოელი ექსპერტებიც უნდა მონაწილეობდნენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტები უნდა მონაწილეობდნენ და მათ გადამწყვეტი როლი უნდა ჰქონდეთ. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით ეხება: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; უზენაესი სასამართლოს წევრებს; საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს.
ევროკომისიის შეფასებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება კვლავ სერიოზულად არის შერყეული.