რეზონანსი
04.11.2026

"ევრონიუსის” ჟურნალისტის ისტერიულმა ტონმა ევრობიუროკრატიის უმძიმესი მდგომარეობა გვიჩვენა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი წერს.

მძინარაშვილი ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში პრემიერის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას ეხმიანება და ამბობს, რომ მისი ეს ინტერვიუ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მასტერკლასი იყო.

"პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელი "ევრო-ინტერვიუ” იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მასტერკლასი ზუსტი მესიჯებით.

"ევრონიუსის” ჟურნალისტის ისტერიულმა ტონმა კი ევრობიუროკრატიის უმძიმესი მდგომარეობა გვიჩვენა.

ფოტოსურათის გადაღების (თუ გადაუღებლობის) არგუმენტად მოყვანა ხომ საერთოდ სხვა "სიმაღლეა”!

"უბერავთ” ქალბატონო?!” - წერს მძინარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×