რეზონანსი
03.11.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რაც მისი თქმით, მოწმობს, საქართველოს სერიოზულ დამოკიდებულებაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართ. 

ანანიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის პასუხებმა მკაფიოდ წარმოაჩინა რეალობა.

"პრემიერ-მინისტრის პასუხებმა მკაფიოდ წარმოაჩინა რეალობა: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო განცხადებებს ისმენ, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური განწყობებია”- წერს ცოტნე ანანიძე. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×