რეზონანსი
03.11.2026

მშობლის ინფორმაციით, თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ბავშვზე ძალადობა მოხდა. "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა დაახლოებით სამი კვირის წინ ჯერ სკოლის შენობაში დაიწყო, მერე მის გარეთ გაგრძელდა. ერთი მოსწავლე მეორეს ფიზიკურად გაუსწორდა. საუბარია 16 წლის მოზარდებზე.

დედის მტკიცებით, მის შვილს ე.წ. ჰაიმორის ძვლები ჰქონდა დამტვრეული, რის გამოც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

დაშავებულის ახლობლები სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობას აყენებენ და რეაგირებას ითხოვენ. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. მათი ინფორმაციით, მხილებულია 1 პირი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×