
ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს. ერთადერთი, რაზეც ისინი ჩამოკიდებული არიან, უცხოეთია – ხელოვნურ სუნთქვაზე რომ ამყოფონ, ეს არის მათთან შეხვედრის მთელი შინაარსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია დასავლელ პატრონებს და მფარველებს დახმარებისკენ მოუწოდებს.
„ხედავენ, რომ სამართალმა შეიძლება, მათ კარებზეც მიაკაკუნოს. თავის დასავლელ პატრონებს და მფარველებს ეუბნებიან – გვიშველეთ, ამ ქვეყანას რაღაც დამართეთ, თორემ სამართალმა შეიძლება, იზეიმოს საქართველოშიო. მთელ პერიპეტიებს ვუყურებდით, დაწყებული არჩევნებით, სააკაშვილის საქართველოში შემოპარვით დასრულებული, რა დამართეს ქვეყანას. ეს ყველაფერი დასავლეთიდან ორკესტრირებული ჩარევით და მართვით ხდებოდა. ამიტომ, კვლავ იმის იმედი აქვთ – „რაღაც დამართეთ ამ ქვეყანას, იქნებ რამენაირად თავი დავიძვრინოთ სამართლიანი სასამართლოსგანო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.