რეზონანსი
03.11.2026

მოვაჭრეებს, რომლებიც გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ამ დრომდე არავინ შეხვედრია. ერთადერთი, ვინც დღეს ადგილზე მივიდა, ნოდარ ჭურჭულაშვილი იყო, რომელსაც ტერიტორია იჯარით აქვს აღებული. 

ჭურღულაშვილმა ამბობს, რომ ისიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და ჯერჯერობით არ იცის, შეძლებენ თუ არა მოვაჭრეები ადგილზე მუშაობის გაგრძელებას. 

„ექსპერტები მუშაობენ, გამოძიება მუშაობს, მიიღებენ გადაწყვეტილებას და მერე გეტყვით, რა გახდა მიზეზი“, - ამბობს ჭურღულაშვილი. 

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ჭურღულაშვილი მათ დახმარებას დაჰპირდა, უთხრა, რომ სხვა ჯიხურებში გადაიყვანდა, თუმცა ამ დაპირების მათ ნაკლებად სჯერათ.  

„ით უნდა გადამიყვანოს, არაფერი აღარ მაქვს, თანხა არ მაქვს, დაზღვევა არ მაქვსო.. ვინმეს იმედი არ მაქვს“, - ამბობს მოვაჭრე. 

შეგახსენებთ, რომ გადასასვლელ ხიდზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა ათეულობით მაღაზია და განადგურდა ათასობით ლარის ღირებულების საქონელი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×