რეზონანსი
03.11.2026

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვა. ინფორმაციას „ტვ პირველს“ პარტიის ლიდერები უდასტურებენ.

ამასთან, ოპოზიციის ალიანსმა რამდენიმე საათის წინ Facebook-გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.

რამდენიმე თვის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ პარტია ბოლო პერიოდში ალიანსთან დაკავშირებით არცერთ აქტივობაში არ იღებს მონაწილეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×