რეზონანსი
02.11.2026

 ფრან­გმა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პო­ლი­ცი­ე­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს, ხოლო გერ­მა­ნი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მკაც­რი სას­ჯე­ლე­ბის და­წე­სე­ბა მო­ი­თხო­ვა მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­პა­ში გა­მარ­თუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი და ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ ინი­ცი­ი­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში პო­ლი­ცი­ამ (მათ შო­რის ძაღ­ლე­ბით აღ­ჭურ­ვილ­მა რაზ­მებ­მა) საპ­რო­ტეს­ტო ბა­ნა­კე­ბი რე­ზი­ნის ხელ­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­არ­ბია, შვე­ი­ცა­რი­ა­ში კი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ქვა­ფე­ნი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ქვე­ბი და­უ­ში­ნეს.

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან, სა­ჯა­რო სერ­ვი­სე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას­თან, შემ­ცი­რე­ბულ პერ­სპექ­ტი­ვებ­თან, რთულ სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებ­თან და ცხოვ­რე­ბის გაძ­ვი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პრო­ტეს­ტმა მიმ­დი­ნა­რე შე­მოდ­გო­მა­ზე არა­ერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში იფეთ­ქა.

გა­სულ შა­ბათს სა­ღა­მოს ძა­ლა­დო­ბამ საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­სა და სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­ში, მარ­სელ­ში, გრე­ნობლში, ბორ­დო­ში, ლი­ონ­სა და ტუ­ლუ­ზა­ში მას შემ­დეგ იფეთ­ქა, რაც ქუ­ჩებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 320,000 დე­მონ­სტრან­ტი გა­მო­ვი­და.

მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ად­გილ­ზე მო­ძა­ლა­დე ნიღ­ბი­ა­ნი და კა­პი­უ­შო­ნი­ა­ნი არე­უ­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. და­კა­ვე­ბულ­თა რი­ცხვმა 770-ზე მეტ ადა­მი­ანს გა­და­ა­ჭარ­ბა.

პა­რი­ზის პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 15 ჟან­დარ­მი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის­გან შემ­დგარ ჯგუფს ცე­ცხლის გამ­ჩე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი (მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი) ეს­რო­ლეს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც "სა­ჯა­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის" მუხ­ლით ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის მე­ო­რე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბის მქო­ნე პი­რე­ბიც არი­ან.

ბოლო აქ­ცი­ებ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და ძარ­ცვის მას­შტა­ბი შე­სამ­ჩნე­ვად და­ბა­ლი იყო, ვიდ­რე 17 ოქ­ტომ­ბერს, რო­დე­საც საფ­რან­გე­თის უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე ურ­ბა­ნუ­ლი არე­უ­ლო­ბის დროს 2,600 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, ხოლო 3,000-მდე მა­ღა­ზია გა­ი­ძარ­ცვა.

გა­სულ შა­ბათს უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის მო­თხოვ­ნით, გერ­მა­ნი­ის 30-ზე მეტ ქა­ლაქ­ში 100,000-ზე მეტი დე­მონ­სტრან­ტი გა­მო­ვი­და. აქ­ცი­ე­ბი "Gen Z regelt" („თა­ო­ბა Z აგ­ვა­რებს") კამ­პა­ნი­ის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი.

მო­ძა­ლა­დე­ე­ბი და მა­რო­დი­ო­რე­ბი ქვეყ­ნის ფი­ნან­სურ ჰაბ­ში, ფრან­კფურ­ტში შე­იჭრ­ნენ, ქა­ლაქ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი 1,300 პო­ლი­ცი­ე­ლი­დან 100-ზე მეტი და­შავ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სხვა­დას­ხვა საგ­ნებ­თან ერ­თად "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბიც" ეს­რო­ლეს. პო­ლი­ცი­ამ კი 54 ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა.

ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, რო­მან პო­ზე­კის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქეა, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით "მათ 1,000-დან 1,500-მდე ძა­ლა­დობ­რივ პრო­ვო­კა­ტორ­თან, უპი­რა­ტე­სად მიგ­რან­ტუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის პი­რებ­თან მო­უ­წია და­პი­რის­პი­რე­ბა".

ძა­ლა­დობ­რი­ვი ინ­ცი­დენ­ტე­ბი შა­ბათს სა­ღა­მოს კი­ოლნშიც მოხ­და, სა­დაც პო­ლი­ცი­ამ ბრბოს და­საშ­ლე­ლად წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნა. ასე­ვე ბერ­ლინ­ში, სა­დაც დე­მონ­სტრან­ტებ­მა პო­ლი­ცი­ას ბოთ­ლე­ბი და ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბი ეს­რო­ლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×