რეზონანსი
02.11.2026

"ჩემი შვილის მკვლელობის ვიდეო დადეს სოციალურ ქსელში, იცით რა ჩანს კადრებში?“ - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ტელეთეერში ნაკლებად ცნობილი ფაქტის შესახებ ჰყვება. მან გადაცემაში "360 გრადუსი" ბრალდებულთა დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

„ვიდეომტკიცებულებას რაც შეეხება, მეორე მხარემ ჩემი შვილის მკველობის ვიდეო დადო სოციალურ ქსელში. თან როგორი გაფორმებული? - სურათებით, წარწერებითბოლოს მუსიკით და ა.შ. მაგრამ ხალხს ბრბოს რომ უწოდებენ, არავინ არ გააზიარა. ჩუმად გვწერდნენ, ნახეთ რა დაუდიათო...

ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინათ? ეს ვიდეო მხოლოდ და მხოლოდ მათ ჰქონდათ. სხვას ხომ არავის ჰქონდა?ამაზე მეტი რა უნდა დაედოთ? მეტი არაფერი  აქვთ ხელში“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×