რეზონანსი
02.11.2026

ფო­ტოგ­რაფ ანა ყა­ჭე­იშ­ვილს ძაღ­ლი თავს და­ეს­ხა და მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ქალს სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი, უმ­ძი­მე­სი ჭრი­ლო­ბე­ბი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და მარ­ცხე­ნა ხელი, რომ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც ექი­მებ­მა ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად შეძ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანა სა­კუ­თარ­მა პიტ­ბულ­მა დაგ­ლი­ჯა.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ანას და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს მარ­ჯვე­ნა ხელი და ორი­ვე ფეხი. ქა­ლის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა, თუმ­ცა მას წინ ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და რთუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი ელის. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ მცი­რე ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ანა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა­სა და მუ­შა­ო­ბას ვერ შეძ­ლებს.

ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. მათი თქმით, მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­წე­ვა ანას­თვის რთუ­ლია და ნე­ბის­მი­ე­რი თან­ხა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×