რეზონანსი
02.11.2026

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. აღნიშნულის შესახებ პყილი პრემიერის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ქს-პრემიერი პროცესის დახურვის წინააღმდეგია. 

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უნდა დაესწროს [სასამართლო პროცესს], თუ რამე არ შეიცვლება. ირაკლი ღარიბაშვილი კატეგორიული წინააღმდეგია სხდომის დახურვის. დაცვის მხარე საერთოდ წინააღმდეგია დაიხუროს სხდომა. 

სხდომის დახურვა ეს არის მხოლოდ ინსტრუმენტი ბრალდების მხარის ხელში ფაქტობრივად არ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ამ საქმის შესახებ და თუ მიეწოდება საზოგადოებას,  საზოგადოება ნათლად დაინახავს, რომ არავითარი დანაშაული ამ საქმეში არ არის. ეს არის არსი ამ ყველაფრის" - განაცხადა ადვოკატმა. 

ექს-პრემიერის კიდევ ერთი ადვოკატი ლალი აფციაური აღნიშნავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები ღია უნდა იყოს: 

"როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარეს სხდომის დახურვის არცერთი საფუძველი არ აქვს - რატომ უნდა დაიხუროს? [სასამართლო პროცესი], ეს ხომ ხალხის ინტერესშიც არის, ხომ აინტერესებს [რა მოხდა] [ირაკლი ღარიბაშვილი] ქვეყანაში იყო ერთ-ერთი პირველი და ალბათ აინტერესებს მოსახლეობას რაში ედება ბრალი და ამიტომ, სწორედ ასეთი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ უნდა დაიხუროს და მით უმეტეს, თუ ბურჭულაძის და სხვათა პროცესები ღია იყო ღარიბაშვილის პროცესი რატომ უნდა დაიხუროს?

არგუმენტები აქვს სასამართლოს რატომ უნდა დაიხუროს? მოწმეები ხომ ბურჭულაძე და მხეიძე არიან ხომ ასეა ამ საქმეში?" - აღნიშნა ლალი აფციაურმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×