
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სტიქაროსანის, თემო ხადურის დედა პროკურატურას რამდენიმედღიან ვადას აძლევს - ნინო გვიშიანი გვარაკიძის უწყებისგან უმოკლეს ვადებში ელოდება საბოლო პასუხს, რა ეტაპზეა გამოძიება და როდის დაისჯებიან ის პოლიციელები, რომლებსაც ოჯახი უმძიმეს დანაშაულში ამხელს.
შვილმკვდარი ქალი გუშინ პროკურატურაში იყო მისული, მაგრამ შეხვედრა ისე დამთავრდა, რომ ბურუსით მოცულ საქმეზე ახალი დეტალი მისთვის არ უთქვამთ.
ოჯახი უკვე თვეებია ამბობს, რომ 23 წლის ბიჭი პოლიციელებმა დევნის ოპერაციის დროს მოკლეს, მაგრამ სავარაუდო დამნაშავეებს არავინ ეხება. ნინო გვიშიანი ააანონსებს, რომ თუ პროკურატურა დამნაშავეებს არ დასჯის , სამართალს აის და მისი ოჯახი აღასრულებს.
"მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პროკურატურას მე და ჩემი ოჯახი შემდეგ ჩვენს ქმედებებზე, რაც მოხდება. ეს არ მიიღოს ვინმემ მუქარად. მე მაგისთვის დავრჩი ცოხალი, რომ სამართალი აღვასრულო" - ამბობს თემო ხადურის დედა.
მკვლელობის ფაქტს უშუალოდ ვერ ვადასტურებთ, ვინაიდან კამერები არის გამქრალი ამ კონკრეტული პირების მიერ. ნამუშევარი აქვთ უკვე და შესაბამისად, ჩემი შვილის მკვლელობის ფაქტს არავინ გადაიღებდა ახლა იქ - თემურ ხადურის ცემის ფაქტს, დევნა კი ჩანს. სამი დღის მანძილზე ჩემს შვილს ვეძებდით და დევნის შემდეგ, პოლიციელების გარდა იქ შეხება არავის არ ჰქონია ჩემს შვილთან.
თემურ ხადურის დედა დარჩა ამქვეყნად მაგისთვის, რომ ეს საქმე მიიყვანოს ბოლომდე. მე პირადად ამ სიტყვას ვამბობ, ნუ მიგვიყვანთ მე და ჩემს ოჯახს იმ ზომამდე, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღოთ და ჩვენ აღვასრულოთ სამართალი. ვიცი, რომ ამ ქვეყანაში არაერთი შვილმოკლული დედა სამართალს ვეძებთ და როდესმე დადგება თუ არა სამართალი, ეს უკვე დაუჯერებელია. დაგვიმტკიცეთ ჩვენ, რომ არსებობს ამქვეყნად სამართალი, თორემ ჩვენ ვეყოფით მარტო, შვილგარდაცვლილი მშობლები. თქვენ ხალხო შვილები არ გყავთ? - ეს მაინტერესებს, როგორც გძინავთ? როგორ ხედავთ თქვენს შვილებს თვალებში? მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ პროკურატურას მე და ჩემი ოჯახი შემდეგ ჩვენს ქმედებებზე, რაც მოხდება. ეს არ მიიღოს ვინმემ მუქარად. მე მაგისთვის დავრჩი ცოხალი. როგორც გინდა ისე მიიღეთ. ესენი არიან არა პოლიტიცელები, არამედ ფორმას ამოფარებული კრიმინალები, თერჯოლის პოლიციელები. ეს არ არის ერთი შემთხვევა, ძლაინ ბევრი შემთხვევაა, უბრალოდ ჩემი შვილის შემთხვევაში არ გაუმართლათ მაგ ჯალათებს, მაგრამ აუცილებლად დაისჯებიან უმკაცრესად. მე ამ საქმეს შევეწირები", - განაცხადა ნინო გვიშიანმა.