რეზონანსი
30.10.2026

ცხოვრებაში რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამ ისტორიიდანაც კარგად ჩანს. გერმანელი წყვილი მესტიის დასათვალიერებლად ჩამოვიდა. მოიხიბლნენ იქაურობით. თუმცა ქალი სვანმა ლურჯთვალა ბიჭმა ისე გადარია, რომ საქმროზე უარი თქვა და მესტიაში დარჩა. არადა, გაზაფხულზე უნდა ექორწინათ. დანარჩენი ზურა შევარდნაძის მიერ მოყოლილ ამბავში.

ზურა შევარდნაძე: ორი დღის წინ გერმანელმა პროფესორმა მომწერა, ჩემი ვაჟიშვილი საქართველოშია, მგონი, პრობლემა უნდა ჰქონდეს და გთხოვ, ყურადღება მიაქციეო, ტელეფონის ნომერი გამომიგზავნა.

მასწავლებელი სტუდენტობის მერე აღარ მინახავს და ანტონი სულ პატარა მახსოვს, ბოტანიკურ ექსპედიციაში ჰყავდა წამოყვანილი მაროკოში პროფესორს.

ანტონს და მის შეყვარებულ გოგოს, ლინას ფილმი უნახავთ სვანეთზე და უშგულზე, გადარეულან, მალე უყიდიათ ბილეთები და ორი კვირით ჩამოსულან შვებულებით. მესტიაში საოჯახო სასტუმროში დაბინავებულან, საშინელი წვიმიანი დღეები დახვედრიათ და გაწვალებულან, რამდენიმე სოფელიც უნახავთ, აღტაცებულან, ფილმში ნანახზე ბევრად დიდი შტაბეჭდილება დაგვიტოვაო.

მგონი მასპინძელი ოჯახის ახლობელთან, მეზობლად, ახალგაზრდა სვანი ბიჭი გაუცნიათ, ძალიან ყურადღებით და პატივისცემით იყო ჩვენს მიმართ, ორი დღე გვატარა მანქანით, ფული არ გამოგვართვა და საოცრებები გვაჩვენაო. არ ვიცი, რა მოხდა, როდის და როგორ მაგრამ ლინა გადარეულა ამ ბიჭზე, ანტონისთვის გამოუცხადებია მე მასთან ვრჩები, მაპატიე მაგრამ სხვანაირად არ შემიძლიაო.

ასე გაუბედურებული, საშინლად იმედგაცრუებული, შეურაცხყოფილი და უსაშველოდ შეწუხებული ანტონი აგერაა ახლა ჩემთან, ბაღში და ვასმევ თაფლის არაყს კაფეში. ვცდილობ დავამშვიდო, ვეუბნები კიდევ კარგი ახლა მოხდა ეს ამბავი და არა მაშინ როცა უკვე იჯახი იქნებოდით, შვილები გეყოლებოდათ.. ესმის ყველაფერი მაგრამ მაინც საშინლად შეწუხებულია.. სამი წელია ერთად ვართ და გაზაფხულზე უნდა გვექორწინაო, დიდი გეგმები გვქონდა და უერთმანეთოდ არ შეგვეძლოო..

სვანის ბიჭი ძალიან კარგი დასანახი და ლურჯ თვალებიანი ყოფილა, შესახედად მე ნამდვილად მჯობდა მაგრამ ძვლივს ლაპარაკობდა ინგლისურად, ბევრს ეწეოდა და მგონი უხეში და უტვინო იქნებაო.

ვამშვიდებ და ვერაფრით ვამშვიდებ. დღეს დაურეკია და ლინას უპასუხია შემეშვი, ეს ისაა რასაც სულ ვეძებდი, დაბრუნდი სახლშიო.

მეც გადარეული ვარ, მაგრამ გადაირიე და იყავი.. „რას გაუგებ სიყვარულს“... „ლურჯთვალებიანი სვანის ბიჭის“ ადგილას ალბათ სჯობდა სტუმრები ღირსეულად მიეღო, გაეცილებინა, მერე ლინასთვის ჩაეკითხა გერმანიაში და წამოეყვანა თუ ასე გადაირიენ ერთიმეორეზე... მარა სხვის ომში ხვა ბრძენია... რა ვიცი, რავიცი, არვიცი, არაფერი არ ვიცი. ლინა თვალითაც არ მყავს ნანახი, არ ვიცნობ.

ყველა კარგად გამყოფოთ ღმერთმა. ლინას მაინც მოვიკითხავ ცოტა ხანში... ანტონს ვკითხე კინოს სცენარივით ამბავია, თუ უფლებას მომცემ დავწერ და სხვებსაც ვაჩვენებ მეთქი... დაწერე ჩემთვის სულერთიაო და მეშვიდე თუ მერვე ბუზის არაყი ხუხა.. ამაღამ მიფრინავს დუსელდორფში, ლინა რჩება მესტიაში. „რას გაუგებ სიყვარულს...“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×