რეზონანსი
30.10.2026

იტა­ლი­ა­ში, 49 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა. ბრალ­დე­ბულ­მა ორი წელი ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რით ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა მის­თვის 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ითხოვ­და, სა­ლერ­ნოს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ მას და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია და პა­ტიმ­რო­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

საქ­მე 2024 წლის მარ­ტში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას ეხე­ბა. სა­ლერ­ნო­ში, ვინ­ჩიპ­რო­ვას ქუ­ჩა­ზე, ორ ქარ­თველს შო­რის პი­რა­დი უთან­ხმო­ე­ბის გამო და­წყე­ბუ­ლი კა­მა­თი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ჩხუ­ბის შემ­დეგ 49 წლის პავ­ლე შუ­ბი­თი­ძე შე­უძ­ლოდ გახ­და. ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

პო­ლი­ცი­ამ მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და გარ­დაც­ვლი­ლის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე და­ა­კა­ვა. მას თავ­და­პირ­ვე­ლად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მთა­ვა­რი სა­კი­თხი სწო­რედ ის გახ­და, გა­მო­იწ­ვია თუ არა ჩხუ­ბის დროს მი­ყე­ნე­ბულ­მა და­ზი­ა­ნე­ბებ­მა 49 წლის მა­მა­კა­ცის სიკ­ვდი­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილს გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა. ექ­სპერ­ტი­ზის მი­ხედ­ვით, სიკ­ვდი­ლის შე­საძ­ლო მი­ზე­ზი სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა ან არით­მია იყო, რაც შე­საძ­ლოა ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მი­ღე­ბულ სტრეს­საც გა­მო­ეწ­ვია.

ამას­თან, ექ­სპერ­ტი­ზამ არ გა­მო­ავ­ლი­ნა ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის კვა­ლი. დად­გინ­და, რომ მა­მა­კა­ცი ჩხუბის დროს ხე­ლით იყო ნა­ცე­მი.

დაც­ვის მხა­რის ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევ­და, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე არ იყო, რომ მათ სიკ­ვდი­ლი გა­მო­ეწ­ვია. გარ­და ამი­სა, ად­ვო­კა­ტე­ბი ხაზს უს­ვამ­დნენ, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა ორ­მხრი­ვი იყო და ჩხუბ­ში ორი­ვე მა­მა­კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლიც თა­ვი­დან­ვე ადას­ტუ­რებ­და ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუმ­ცა ამ­ტკი­ცებ­და, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი მა­შინ და­ტო­ვა, რო­დე­საც შუ­ბი­თი­ძე ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო. მა­საც აღე­ნიშ­ნე­ბო­და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის დას­რუ­ლე­ბი­სას პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია შეც­ვა­ლა: თავ­და­პირ­ვე­ლი ბრალ­დე­ბა - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა - ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლით გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის 9 წლით პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­თხო­ვა.

თუმ­ცა დაც­ვის მხა­რე ამ­ტკი­ცებ­და, რომ საქ­მე­ში არ არ­სე­ბობ­და საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩხუ­ბის დროს მი­ღე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბებ­სა და მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბას შო­რის მი­ზე­ზობ­რივ კავ­შირს და­ა­დას­ტუ­რებ­და.

ად­ვო­კა­ტე­ბის, დე ლე­ო­სა და ალო­ი­სის, გან­ცხა­დე­ბით, მათ დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა არ იცო­და გარ­დაც­ვლი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­საძ­ლო პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც.

სა­ბო­ლო­ოდ, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბით „და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია“ გა­ა­მარ­თლა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ მას ორ­წლი­ა­ნი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა მო­ეხ­სნა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუდ­გა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მა „ილ მა­ტი­ნო“ავ­რცე­ლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×