რეზონანსი
30.10.2026

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი სიორიძეს მიმართავს და მოუწოდებს, თავი დაანებოს ტყუილებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.

მისი თქმით, ტყუილია და ყველა ზღვარს სცდება სიორიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე გაჟღერებული განცხადება, თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს.

„ბატონმა სიორიძემ გასაგებია, რომ გუშინ ვერ დაიოკა და ახლა მაინც დაიოკოს ნერვები და დაანებოს თავი აქ ტყუილების გამეორებას და დეზინფორმაციის გავრცელებას. თქვენ არავინ გეკითხებათ, საერთოდ სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა და ამას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია და ამას კადრულობს ბატონი სიორიძე სასამართლოს წინაშე. ასეთი ტყუილის გავრცელება უკვე აღმაშფოთებელია, ყველანაირ ზღვარს გადასულია“, - განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×