
"ტიკ-ტოკერ" ზამი როგავასა და მამამისის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი თავს იმ ტყეში იმალებოდა, სადაც წლების წინ თავს ბადრი ესებუა აფარებდა. ვალეტერ როგავასთან ერთად დაკავებულია ოთხი ადამიანი - მათგან 3 კაცია და 1 ქალია. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ისინი წინა დღეებში სხვადახხვა დროს დააკავეს. მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.
საქმის მასალების მიხედვით, ტყეში დამალულ ნათესავს ისინი საკვებით ამარაგებდნენ ან მათ სახლში იფარებდნენ. ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.
"ტვ პირველის" ინფორმაციით ვალტერ როგავა ძებნის ოპერაციის დროს თერმული დრონიც გამოიყენეს, რომელიც დაუსახლებელ ადგილას, ადამიანის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
ზამი როგავა ვალტერ როგავას უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
"პოლიცია იყო ორი კვირა ეძებდნენ . გრიგოლეთში ყოფილა. დაისაჯოს ისე, როგორც საჭიროა, პასუხი აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა. ნათესავები მას დამალვაში ეხმარებოდნენ", - ამბობს ზამი როგავა.
ძებნილი ვალტერ როგავა, რომელსაც პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, გუშინ დააკავეს.
"ტვ პირველი"