რეზონანსი
29.10.2026

 ხუ­და­დოვ­ზე მოკ­ლუ­ლი 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძის დედა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის უც­ნობ დე­ტა­ლებს უზი­ა­რებს:

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გაც­ნო­ბებთ დღეს იყო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი.

ჩემი სიყ­ვა­რულ­ში გაზ­რდი­ლი ან­გე­ლო­ზი შვი­ლი მო­მიკ­ლა "ჭა­ობ­ში" გაზ­რდილ­მა მკვლელ­მა.

პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მკვლელს რო­გორც არას­რულ­წლო­ვანს უნდა ეს­წრე­ბო­დეს ოჯა­ხის წევ­რი, მაგ­რამ მისი მხრი­დან არ არის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ეს ხდე­ბა იმი­ტომ რომ უფრთხილ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ რე­პუ­ტა­ცი­ას. არა­და თა­მა­შო­ბენ ორ­მაგ თა­მაშს, თა­ვი­ანთ სა­ა­მა­ყო მკვლელს აუყ­ვა­ნეს ად­ვო­კა­ტი და არ აკად­რეს სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი.

რაც არ უნდა მო­ი­მოქ­მე­დოთ პა­ა­ტაშ­ვი­ლე­ბო, სი­ხუ­აშ­ვი­ლე­ბო და ბე­რუ­აშ­ვი­ლე­ბო თქვენ ჩემი და­თოს ცოდ­ვა მო­გე­კი­თხე­ბათ ყო­ველ­თვის", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი.

თბი­ლის­ში, ხუ­და­დო­ვის ქუ­ჩა­ზე 17 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი, და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე 10 სექ­ტემ­ბერს მოკ­ლეს. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით, ასე­ვე არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, სა­დღეგ­რძე­ლოს გამო და­წყე­ბუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გახ­და. საქ­მის პრო­კუ­რო­რის თქმით, არას­რულ­წლო­ვანს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი აქვს და ის და­კა­ვე­ბი­სას გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×