რეზონანსი
29.10.2026

 "ნიკა გვარამიას რომ ყველაფრის კადრება შეუძლია, მათ შორის სასამართლოს სხდომათა დარბაზშიც, დადასტურდა," - არჩილ გორდულაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე ნიკა გვარამიამ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მისამართით დეზინფორმაციის გავრცელება სცადა. გვარამია ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე ეწეოდა.

"ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ქველმოქმედება კონკრეტული დოკუმენტებითაც დასტურდება. საკმაოდ ვრცელია იმ რეფორმების ჩამონათვალი, რომელსაც ივანიშვილი საკუთარი სახსრებით აფინანსებდა.

"ქართული ოცნების" განცხადებით, "პარტია ახალის" ლიდერმა ამ და სხვა ბევრი ქველმოქმედების შესახებ კარგად იცის, რადგან მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის განვითარებას აფინანსებდა, თავად "ნაცმოძრაობის" მაღალჩინოსანი იყო.

მიუხედავადისა, სააკაშვილის მთავრობის პროკურორს არ მორიდებია, პირდაპირ ეთერში ფაქტების ფალსიფიცირება ეცადა.

საკონსტიტუციო სასამართლოში "პარტია ახალის" წარმომადგენელმა ეს ჩვენებაც მალევე შეცვალა. დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, მისი განცხადებიდან ბიუჯეტიდან თანხის მითვისების ნაწილი გააქრო და ამჯერად მედიასთან მხოლოდ გადასახადების გადაუხდელობაზე ისაუბრა.

მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას ახსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური კაპიტალი საქართველოში არ დაუგროვებია, მით უმეტეს, გვერდი არ აუვლია საგადასახადო ვალდებულებებისთვის. ივანიშვილი და მისი ოჯახი აფინანსებდნენ განათლებისა და მეცნიერების განვითარებას, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდას, სპორტისა და ინფრასტრუქტურის, რეგიონულ განვითარებას. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის საწყის ეტაპზევე ქველმოქმედებაში დაიხარჯა მილიარდ 156 ათას ლარზე მეტი. ამას გარდა, მოხდა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი ქვეყანაში არსებული მანკიერი პოლიტიკისა და დანაშაულებრივი მმართველობის დასრულება რომ იყო, ამას კარგად აჩვენებს 2012 წლის შემდეგ მის მიერ ქვეყნის სასარგებლოდ გაღებული ქველმოქმედება: ისტორიული უბნებისა და შენობების რეაბილიტაცია, გზებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის განახლება, სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

ჩამოთვლილი ქველმოქმედების ფონზე მმართველ პარტიაში ნიკა გვარამიას განცხადებას უტიფარ ტყუილად აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დეზინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის რეალურ სახეს წარმოაჩენს.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ოჯახთან ერთად საქველმოქმედო საქმიანობას დღესაც განაგრძობს. მათ შორისაა ენდემური სახეობის, გადაშენების პირას მყოფი ფრინველების მოშენება-გამრავლება, ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება, განათლებისა და კულტურის ხელშეწყობა და ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×