რეზონანსი
29.10.2026

ტყულია, რომ თითქოს პარტიებს ერთმანეთთან კოალიციის გამო კრძალავენ- ჩვენ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ იმის გამო, რომ ისინი ერთიანი სტრატეგიით არაკონსტიტუცური საქმიანობის განხორციელების მიზნით მოქმედებენ,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, „ისინი ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.“

ამასთან, გორდულაძემ ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას პარტია დღესაც არ ემიჯნება და ამართლებს 2024 წლის 18 ნოემბრის წერილს, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკაშვირის უმაღლეს წარმომადგენელსა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გაეგზავნა და რომლითაც ეს პარტიები ევროკაშვირისგან ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას ითხოვდნენ, კერძოდ, მათ შორის, ითხოვდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიყო და ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×