რეზონანსი
29.10.2026

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედის, ვიქტორ ორბანის გაერო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნა ორგანიზაციის დასასრულს მოასწავებდა. ინფორმაციას „ბლუმბერგი" ავრცელებს.

„გაერო-ს შესახებ ბევრი ცუდი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ არ მგონია, ვინმეს მისი გაუქმება სურდეს. თუ გაერო-ს განადგურება გსურთ, მაშინ ორბანი დანიშნეთ. მისი არჩევის ერთადერთი მიზეზი სწორედ ეს შეიძლება იყოს", - განაცხადა მადიარმა.

მადიარის თქმით, გაერო-ს ხელმძღვანელი არ უნდა გახდეს ადამიანი, რომელმაც „საკუთარი ქვეყანა გაძარცვა და უნგრეთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და კორუმპირებულ ქვეყნად აქცია".

ცნობისთვის, მანამდე „უოლ სთრით ჯორნალმა" წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ვიქტორ ორბანის კანდიდატურას უჭერს მხარს. გამოცემის ცნობით, მის კანდიდატურას რუსეთი და ჩინეთიც ემხრობიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×