რეზონანსი
29.10.2026

სა­ქარ­თვე­ლო­ში წვი­მი­ა­ნი ამინ­დი უახ­ლო­ეს დღე­ებ­შიც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, თუმ­ცა თვის ბო­ლო­სა და ნო­ემ­ბრის პირ­ველ დღე­ებ­ში ცალ­კე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში გა­მო­ი­და­რებს და ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს. რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და რას უნდა ვე­ლო­დოთ დე­და­ქა­ლაქ­ში - ამის შე­სა­ხებ ambebi.ge-სთან სი­ნოპ­ტი­კო­სი თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში წვი­მა 30 ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა

"ჯერ­ჯე­რო­ბით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ აღ­მო­სავ­ლე­თის ქა­რია, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი. ასე იქ­ნე­ბა დღეს და ხვალ, 30-ის ჩათ­ვლით. მერე უკვე 30-ში დღის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე იქ­რო­ლებს, შემ­დეგ კი წვი­მა და­ი­წყე­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. 30-ში, 31-ში იწ­ვი­მებს და პირ­ველ­ში, ორში ცო­ტა­თი გა­მო­ი­და­რებს“, - ამ­ბობს თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი.

რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში

სი­ნოპ­ტი­კო­სის პროგ­ნო­ზით, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დის სუ­რა­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, აქ პი­რი­ქით, დღეს იწ­ვი­მებს, ხვა­ლაც იწ­ვი­მებს და მერე უკვე 31-ში და პირ­ველ­ში ცოტა ოდ­ნავ გა­მო­ი­და­რებს და ტემ­პე­რა­ტუ­რას მო­ი­მა­ტებს“.

პა­პაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 14-16 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­შია, თუმ­ცა მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში სით­ბოა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

თბი­ლის­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 20 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს

რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლაქს, თბი­ლის­ში დღეს და ხვალ წვი­მი­ა­ნი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, შემ­დეგ კი უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა.

"დე­და­ქა­ლაქ­ში დღეს და ხვალ იწ­ვი­მებს, მერე უკვე უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია, ტემ­პე­რა­ტუ­რა 19-21 გრა­დუ­სი“, - აღ­ნიშ­ნავს სი­ნოპ­ტი­კო­სი. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ პე­რი­ოდ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მა­ზე მა­ღა­ლია.

"კი, საკ­მა­ოდ თბი­ლია, ნორ­მა­ზე მა­ღა­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ, ისე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - ამ­ბობს თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×