რეზონანსი
29.10.2026

თიბისიში Co-Create Innovation-ის სერიის მორიგი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც  საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი პრაქტიკული ცოდნის დაახლოებას და გაზიარებას ემსახურება. 

ღონისძიების მთავარი პარტნიორია GitHub, პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს წამყვან დეველოპერებსა და ორგანიზაციებს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, თანამშრომლობისა და ინოვაციების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. 

შეხვედრაზე თიბისის, GitHub-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლებმა განიხილეს, როგორ ცვლის AI ციფრული პროდუქტების შექმნასა და ორგანიზაციების მუშაობას. პროგრამა მოიცავდა თემატურ სესიებს, პრაქტიკულ დემოებსა და პანელურ დისკუსიას. შემდ 

GitHub-თან პარტნიორობა გამოცდილების გაზიარებიდან პრაქტიკულ მუშაობაში გადაიზარდა: CO-CREATE INNOVATION-ის დასრულების შემდეგ, AI Literacy-სა და თიბისი ტექის ორგანიზებით, შიდა ჰაკათონი ჩატარდა, სადაც თიბისის გუნდებმა AI-ის შესაძლებლობები კონკრეტულ გადაწყვეტებზე მუშაობისას გამოსცადეს.  

როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, თიბისი ინოვაციების განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობასა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის გაზიარებას. ამ მიზნით, კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც საკუთარი გუნდების კომპეტენციების განვითარებაზე, ისე ფართო საზოგადოებისა და საგანმანათლებლო სივრცეების ცნობიერების ამაღლებაზე. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული ინიციატივები თიბისის შესაძლებლობას აძლევს, ხელი შეუწყოს AI-ის პასუხისმგებლიან და ეფექტიან გამოყენებას, ახალი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას და ისეთი ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას, რომელიც ადამიანებსა და ორგანიზაციებს მომავლის შესაძლებლობების ათვისებაში დაეხმარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×