რეზონანსი
29.10.2026

"ლელო-ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოითხოვა, რომ დაცული იყო პროცესუალური სამართლიანობის პრინციპი. 

აღნიშნული პოზიციის დაფიქსირება ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მას შემდეგ მოუწია, რაც მას მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა სიტყვა გააწვეტინა და მიუთითა, რომ მეორდება ერთი და იგივე არგუმენტები, რაც უკე სხვა პოლიტიკურმა პარტიამ წარმოადგინა. 

საპასუხოდ მოსამართლეს სიორიძემ უთხრა, რომ აღნიშნული ლოგიკით, ბოლო გამომსველ ოპიოზიციურ პარტიას შეიძლება აღარაფერი დარჩეს სალაპარაკო. 

"ვინაიდან ერთმა მხარემ ისაუბრა, მე ამის გამო სასამართლოს წინაშე, რომელიც ერთიანი გადაწყვეტილებით იქნება ამ სარჩელზე, აღარ ვთქვა ჩემი წილი სათქმელი"?- უთხრა გიორგი სიორიძემ პლენუმს.

მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი: ერთი და იგივე არგუმენტებია... იგივე მეორდება ბატონო გიორგი და დროის არარაციონალური ხარჯვაა. 

გიორგი სიორიძე: ანუ თქვენ იზიარებთ იმას, რომ ჩვენ ვართ ერთიან ორგანიზმი და ერთი წარმომადგენელი თუ რაღაცას იტყვის, მე გავჩუმდე? 

გიორგი სიორიძე: მე ვითხოვ პროცესუალურ სამართლიანობას, იმიტომ, რომ თუ ერთ მხარეს რიგით უწევდა ჩემზე ადრე გამოსვლა, მან ახსენა რაღაც ფაქტები თავისი დაცვის სტრატეგიაში, თქვენთვის შეიძლება არ ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ მან ეს ახსენა, ამის გამო მე შეზღუდული ვარ, რომ ვახსენო იგივე? მაშინ შეიძლება ბოლოს ვისაც მოუევს, არაფერი სათქმელი აღარ ჰქონდეს? რა ლოგიკაა მე არ მესმის, ვიანიდან მე ხელოვნურად გამაერთიანეს სარჩელში სხვა მოპასუხეებთან ერთად, ვითხოვდი გამარკვიეთ, მ რრა მეხებათქო. ეს გარკვევა არ მოხდა იმ სათანადო ზომითა და სტანდარტით, რომელიც მე დამაკმაყოფილებდა, შესაბამისად, ახლა მიწევს ახსნა-განმარტება იმაზე, რაც გავიგე და ამაზე რაც უნდა ვივარაუდო. ვინაიდან არის ერთიანი სარჩელი, ვინაიდან ერთმა მხარემ ისაუბრა, მე ამის გამო სასამართლოს წინაშე, რომელიც ასევე რა თქმა უნდა, ერთიანი გადაწყვეტილებით იქნება ამ სარჩელზე, აღარ ვთქვა ჩემი წილი სათქმელი? 

მოსამართლე რევაზ ნადარაია: არ იზღუდებით, კი ბატონო ეს თქვენი პარტიის პოზიციაა და ის ტქვენ ცალკე უნდა დააფიქსიროთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×