რეზონანსი
29.10.2026

ახლა რასაც ვუყურებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის დაახლოებით იმის გაგრძელება, რაც იყო საგამოძიებო კომისია, სამართლებრივად უნდა იარსებონ თუ არა ასეთი ტიპის ე.წ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ქვეყნის შიგნითაც აშავებდნენ, ქვეყნის გარეთაც, მერე დაშალეს „ნაცმოძრაობა“ და ფილიალები გააკეთეს, ჯამში მაინც ერთი ორგანიზმია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი, რომ აიკრძალოს ნაცაგენტურა თავის ფილიალებთან ერთად“.

„შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პარტიების აკრძალვის მაგალითები არის უცხოეთში, მათ შორის უკრაინაში, მოლდოვაში. იქ აკრძალვის საფუძველი იყო ის, რომ თურმე ეს პარტიები ყოფილან რუსეთუმეები, ამის გამო აკრძალეს. იყვნენ თუ არა ესეც საკითხავია, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ამისთვის აკრძალეს. აქ, როდესაც დანაშაულები არის ჩამოთვლილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის, იმის შემდგომ პერიოდში, მის ფილიალ პარტიებს შორის არსებული დადასტურებული მტკიცებულებებიც არსებობს და ამ დანაშაულებებზეა საუბარი, როდესაც საკუთარ ქვეყანას ვნებ. აქ რუსეთუმეობაზე კი არ არის საუბარი. ან ვინმეს საერთოდ დაუბრალებია ვინმესთვის ან მედასავლეთეობა ან ევროპელობა ან რუსეთუმეობა ან ამერიკელობა? ან თუნდაც, ქართველობა, რომელსაც არ იჩემებდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×