რეზონანსი
28.10.2026

იყო მცდელობა იმისა, რომ დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა - ამ კონტექსტში გამოყენებული იქნა აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის დისკრიმინაციული ეპითეტები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოპასუხე მხარე კიდევ ერთხელ შეეცადა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ იმ პირებისთვის, რომელთა პირადი ისტორიები და ტრაგედიები საგამოძიებო კომისიის დასკვანშია ასახული.

„იყო მცდელობა იმისა, რომ დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ამ კონტექსტში გამოყენებული იქნა აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის დისკრიმინაციული ეპითეტები, ტერმინოლოგია და ამით კიდევ ერთხელ შეეცადნენ ეს ადამიანები, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ იმ ჩვენი ასობით და ათასობით თანამოქალაქისათვის, რომელთა ისტორიები, რომელთა პირადი ტრაგედიები არის აღბეჭდილი სწორედ და დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის ფურცლებზე.

ეს არის, დღევანდელი დღის შეჯამება. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალურად ვამხილოთ თითოეული ტყუილი, თითოეული დეზინფორმაციული ხასიათის გზავნილი, რომელიც დღეს სხდომათა დარბაზში იქნა გაჟღერებული“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×