რეზონანსი
28.10.2026

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა აქციაზე დაპირისპირებას შევუქმნი და ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს ასე იქნება, რამდენიც არ უნდა იჭინთონ.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველა აქციაზე დაპირისპირებას შევუქმნი და ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს. ეს ასე იქნება, რამდენიც არ უნდა იჭინთოთ (უფრო მეტი, შემდეგ აქციაზე კიდევ უფრო ორგანიზებულად დაგხვდებით და უფრო ორგანიზებულად გავწმენდთ თქვენგან აქციის პერიმეტრს რომ გზავნილი ვერ დაამახინჯოთ და გააყალბოთ)“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×