რეზონანსი
27.10.2026

„სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი და საარჩევნო საკითხების სპეციალისტი, ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ცვლილებები მხოლოდ ხალხის მობილიზებით განხორციელდება და ამისთვის არჩევნების დარქმევა საჭირო საერთოდ არ არის.

მისი თქმით, თუკი ხალხი ერთად დადგება ცვლილებებისთვის, დანარჩენი უკვე ტაქტიკით და სწორი გზების დასახვით მიიღწევა. 

"ყველაფერი გადაწყდება ხალხის მობილიზაციით, ერთად დგომით, ამისთვის, შეიძლება არჩევნები არ ერქვას, მაგრამ მობილიზაციის დღე, იყოს კარგი საშუალება. აქ არ ვგულისხმობ მონაწილეობა- არ მონაწილეობას, აქ ვგულისხმობ ამომრჩევლის მობილიზაციას იმისთვის, რომ ცვლილებები განხორციელდეს. არჩვენებს ხალხი არჩევნების დღემდე იგებს, ეს მოხდა სერბეთშიც და უნგრეთშიც. თქვენ ნახეთ მრავალათასიანი აქციები. ამიტომ, თუკი ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი დგას ცვლილებებისთვის, ეს მერე უკვე ტაქტიკების საკითხია, არჩევნებზე გადიხარ თუ არა, მთავარია, ხალხი დგას იმისთვის, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა და ეს ქვეყანა ედარდება, ერთად დავსხდეთ, გზები დავსახოთ და შემდეგ ვიმუშაოთ ჩვენ ხალხთან, ერთად როგორ განვახორციელოთ ეს ყველაფერი", - განაცხადა დოლიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×