რეზონანსი
27.10.2026

სუფთა სამართლებრივი სტანდარტით რომ მივუდგეთ ამ თემას, ეს სარჩელი სასამართლოს წარმოებაშიც არ უნდა მიეღო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბიბილაშვილის თქმით, მანანა კობახიძის თანამდებობიდან წასვლა იმაზეც მიუთითებს, რომ ასეთი სასამართლოს პირობებში განსხვავებული აზრის დაწერაც შეუძლებელია.

სუფთა სამართლებრივი სტანდარტით რომ მივუდგეთ ამ თემას, ეს სარჩელი სასამართლოს წარმოებაშიც არ უნდა მიეღო, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ არის სარჩელი ფორმულირებული, არანაირ ფორმალურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და ეფუძნება, გუშინ დავარქვით აკინძულ ასავალ-დასავალს.

ის ფაქტორი, რომ მანანა კობახიძე გადადგა ამ პროცესის წინ, ჩემთვის პირადად ადასტურებს იმას, თუ რა ტიპის ინსტრუქციაა მისული საკონსტიტუციო სასამართლოში. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო იქნებოდა თავისუფალი, მაშინ მანანა კობახიძეს შეეძლებოდა, რომ მონაწილეობა მიეღო განხილვებში, თუ განსხვავებული აზრი ექნებოდა, დაერწმუნებინა მსჯელობისას და თათბირისას თავისი კოლეგები ან თუ ვერ დაარწმუნებდა, მაშინ დაეწერა განსხვავებული აზრი, მაგრამ, სავარაუდოდ, ისეთი ინსტრუქციაა მოსული, რომ განსხვავებული აზრის დაწერაც აკრძალული იქნება", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×