
5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.
სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და ხვალ პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებები მოისმინეს.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.