რეზონანსი
24.10.2026

დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძე დაკრძალეს. მის ხსოვნას პატივი პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, დეპუტატებმა, მისმა კოლეგებმა, ახლობლებმა და მოქალაქეებმა მიაგეს. 

გიორგი ნემსაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს გავრცელდა. მისი მოულოდნელი დაღუპვის მიზეზი გულის შეტევა იყო. 

"რეზონანსისთვის" დამატებითი ინფორმაცია გახდა ცნობილი. ვეტერან ფეხბურთელს გული აწუხებდა და ზაფხულში კლინიკაშიც მკურნალობდა. 

გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკუთრ სახლში გიორგი ნემსაძე შვილმა ნახა. მისი წამოსვლიდან 2-3 საათში, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, მას გულის შეტყევა დაემართა და ძილში გარდაიცვალა. დილით მასთან კვლავ ვაჟიშვილი მივიდა და ბინაში შესვლის შემდეგ, მამა გარდაცვლილი იპოვა. გულის შეტევის ფაქტი ადგილზე მისულმა ექსპერტიზამ და სამედიცინო პერსონალმა დაადასტურა. 

გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში ვაკეში ატენის ქუჩაზე მარტო ცხოვრობდა. 

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი თბილისის ზღვის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×