რეზონანსი
24.10.2026

ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე. მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის მხარდასაჭერად მისული ადამიანების ნაწილმა შეკრებაზე დაკარგული ბიჭის მამიდის მისვლა გააპროტესტა. 

„მამიდასთან მაქვს კითხვები, სად იყო 12 წელი, ახლა ამ აქციაზე რომ გამოჩნდა? დგას და ხალხს ეკითხება - რომ მოხვედით, რა გააკეთეთო? ჩემი მოძიებული ინფორმაციებით, მამიდა იყო ის ადამიანი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გურიკას შეგნებულად უვრცელებდა არასასურველ ინფორმაციებს. ეს კითხვა დაუსვი, სად იყო 12 წელი და რა მიზანი აქვს ახლა“, - თქვა ქალმა, რომელმაც თავი „ტვ პირველს“ გურიკა დადიანიძის დეიდად გააცნო. 

გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს. ოჯახი მხარდამჭერებთან ერთად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×