
როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ ასე აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპის ისტორიაში არაერთი შემთხვევაა, როდესაც არაკონსტიტუციური პარტიები, მათი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალეს.
„ცალკეული გარე ძალები, ძირითადად, ევრობიუროკრატია, ცდილობს პირდაპირი მნიშვნელობით ჩაერიოს ჩვენს მართლმსაჯულებაში. ითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის გამოთხოვას. ამით პირდაპირ ახდენენ ზეწოლას, როგორც მოსარჩელეებზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე.
ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით დემოკრატიული ევროპის ისტორიაში, როდესაც არაკონსტიტუციური პარტიები, მათი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, იკრძალებიან ამა თუ იმ ქვეყნის მიერ და ეს დემოკრატიული განვითარების, დემოკრატიული აღმშენებლობის ჩვეულებრივი პროცესია, ასეთადაა მიჩნეული თვითონ ევროპელების მიერ და როდესაც საქმე ეხება საქართველოს, როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ ასე აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.