რეზონანსი
23.10.2026

გავიგე, რომ უკრაინის წვდომა „სტარლინკზე“ გამოსწორდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ამერკელ მირიარდერთან, ილონ მასკთან არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „შეიძლება მოუწიოს“.

„გავიგე, ხარვეზი გამოსწორდა, მაგრამ, თუ ასე არ მოხდა, მას დაველაპარაკები“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მელანიას ბავშვების გადარჩენა სურს და ცეცხლის შეწყვეტაზე მხარეებთან ითანამშროლა. მან პირველი ლედის მუშაობას „შესანიშნავი“ უწოდა.

„მელანიას სურს ბავშვების გადარჩენა და ეს მისი მთავარი მიზანია. ძალიან ბევრს მუშაობდა ამაზე. სურს, ჩვილები თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ. სხვათა შორის, ძალიან რთულ ადგილას ცეცხლის შეწყვეტაზე იმუშავეს, მან შესანიშნავი სამუშაო გაწია“, – განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×