რეზონანსი
23.10.2026

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. პროცესს ესწრებოდა თავად დიტო ჩუბინიძეც.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავა.

გამოძიების ვერსიით, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალების და სოციალური პლატფორმის გამოყენებით სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×