რეზონანსი
23.10.2026

მომღერალი ნანი ბრეგვაძე ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემის, „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“, სტუმარი იყო, სადაც ანსამბლ „ორერას“ პერიოდი გაიხსენა. როგორც ლეგენდარულმა მომღერალმა აღნიშნა, ხალხს განსაკუთრებით სურდა მათი წყვილად ხილვა, რადგან ანსამბლში ერთადერთი ქალი მომღერალი იყო და ორივეს დიდი წარმატება ჰქონდა.

"მარტო ვიყავი მანამ, ბუბას მეუღლე, ირა ქებაძე, არ ავიყვანეთ, როგორც მოცეკვავე, ის იყო ბალერინა, ცეკვავდა მშვენივრად.

ბუბას ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა და მეც მქონდა. ანსამბლში ერთადერთი ქალი მომღერალი ვიყავი, ძალიან უნდოდათ, რომ ერთად ვყოფილიყავით - სხვათა შორის, ცოლ-ქმრად მოგვიაზრებდნენ. ერთხელ უარვყავი და მითხრეს: „ძალიან სამწუხაროა, რომ ერთად არ ხართო“.

მოგვიანებით, რეზიკო გიგინეიშვილმა გადაიღო ფილმი, სადაც მე და ბუბა 50 წლის ცოლ-ქმარი ვიყავით. მაშინ ვუთხარი  „ბუბა, ძლივს არ გამოგყევი ცოლად, საბოლოოდ, გავხდი შენი ცოლი“. ბუბას საოცარი იუმორი ჰქონდა. საერთოდ, არაჩვეულებრივები იყვნენ და ერთად ძალიან ბევრს ვიცინოდით," - ამბობს ნანი ბრეგვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×