რეზონანსი
23.10.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ე.წ. second-hand ოპოზიციადიქცა და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი „ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა“.

შარმანაშვილი სააკაშვილის ეგოიზმზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ეს განცხადება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ოპოზიცია მთლიანად დამოკიდებულია გარედან მიღებულ დავალებებსა თუ გადაწყვეტილებებზე.

„წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში ერთ ამბავს ატეხენხოლმე, რომ ასე არ არის და ჩვენ გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ. პირდაპირ არის მექანიზმი აღწერილი. მიდიან პატრონებთან, პატრონები ეუბნებიან რაღაცას, მოდი ასე კი არაა, ისე გააკეთეთ, ესენი ეკამათებიან იმათ და უმტკიცებენ, რომ ჩვენ უფრო კარგად შეგვიძლია გავაკეთოთ და მოდით ის კი არ დაგვავალოთ, სხვა რამე დაგვავალეთ. პირდაპირ ნათლად აჩვენებენ, საიდან მოდისეს გადაწყვეტილებები, ვისთან და როგორ არკვევენ. ჩვენ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვარკვევთ ჩვენ ამომრჩევლებთან და ქართველ ხალხთან და ეგენი მიდიან და არკვევენ და ეკამათებიან თავის პატრონებს. ეკამათებიან კარგი გაგებით, რომ დაანახონ, რომ უკეთესი გადაწყვეტილება დაგვავალეთ, ასე უფრო გვირჩევნია. ისინი არიან მათი პატრონები და იმათთან აქვთ ურთიერთობა. ეს ნათლად აჩვენა სააკაშვილმა. სააკაშვილი რასეუბნება ამ პოსტში?!- დაუჯერეთ იმ ხალხს, ვინც თქვენ გეუბნებათ ამას, რომ ჩემს გარშემო უნდა გაერთიანდეთ. იმას კი არ ამტკიცებს, რომ მე მაქვს ძალა, მე მაქვს ისეთი მოსაზრებები, გეგმები, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, იმათ დაუჯერეთო, აი ისინი რომ გეუბნებიანო, ჩვენი პატრონებიო, იმათ მოუსმინეთო. ეს პირდაპირი ლუსტრაციაა იმისა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიანსახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საქმე აინტერესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამყარო მის გარშემო ტრიალებს. ეგოიზმი მას იმთავითვე ჰქონდა“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×