თამთა ჩაჩანიძე
27.09.2026

ერაჯ კანიევი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სოხუმის ოფისის ხელმძღვანელი, აფხაზეთში, ე.წ. ძალოვნებმა დააკავეს. კანიევი ადრე UNICEF-ის მისიებს ხელმძღვანელობდა ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში, აქტიურად უწევდა ჰუმანიტარულ დახმარებას ადგილობრივ მოსახლეობას ლუგანსკის რეგიონში „მერსი კორფსის“(„მოწყალების კორპუსის“) შემადგენლობაში. UNICEF-ში გაწევრიანების შემდეგ, მან ახალგაზრდებთან დაიწყო მუშაობა.

 

საერთაშორისო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენლის თქმით, ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლება ხელს უშლის ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით შექმნილი ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას. თანამშრომლებსა და ოფისის მენეჯერებს ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები რეგულარულად იბარებენ დაკითხვაზე, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს საქმიანობა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. სეპარატისტულმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ შეუშალა ხელი საკუთარი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას შეთხზული საბაბებით.

 

გასაკვირი არ არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სოხუმს საქართველოს ნაწილად აღიარებენ, მაგრამ ჰუმანიტარული მიზნებისთვის იქ საკუთარ წარმომადგენლობებს ქმნიან, ხშირად უარს ამბობენ სეპარატისტებთან თანამშრომლობაზე და რეგიონში საკუთარ წარმომადგენლებს აგზავნიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×