რეზონანსი
17.09.2026

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათებისა და მხატვრული მინათების სამსახურმა ისნის რაიონში, მტკვრის პირას მდებარე მეტეხის კლდის მხატვრული მინათების სისტემის რეაბილიტაცია  განახორციელა.

შესრულებულ სამუშაოებს  „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, კლდის გასანათებლად იტალიური წარმოების, მაღალი ხარისხის 38 სტატიკური პროჟექტორი დამონტაჟდა. თანამედროვე, ენერგოეფექტური სისტემა მეტეხის კლდის სტაბილურ მინათებას უზრუნველყოფს, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს ამ ისტორიული ადგილის სილამაზეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×