ნატალია ჯვარიძე
15.07.2026

ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ სრულ ქაოსსა და შიდა დაპირისპირებებს ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. იგი ღიად წავიდა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. მისი  ეს მცდელობა პირდაპირ უკავშირდება იმ საპროტესტო ტალღის დინამიკას, რომელმაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში სრულიად განსხვავებული ეტაპები გაიარა. ამ ფონზე, ოპოზიციური სპექტრი კიდევ უფრო მეტად ირღვევა, რაც პროცესებს სრული  უნდობლობისკენ მიაქანებს.

მარიამ ვეკუა
15.07.2026

კიევში ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროპელი ლიდერების უმაღლესი დელეგაციის ჩასვლის ფონზე, კრემლი უკრაინის ეკონომიკურ გულს უტევს. ოდესის პორტებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე მიტანილი მასშტაბური იერიშებით, რუსეთი დასავლეთს მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ შავი ზღვის სტრატეგიული დერეფნების სრულ ბლოკირებას გეგმავს.

მარიამ ვეკუა
15.07.2026

იუმორისტულ გადაცემა „ისაუბრეს“-ში პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გაკეთებულმა სარკასტულმა კომენტარმა სკანდალი გამოიწვია. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემ, ეტლით მოსარგებლე დეპუტატის, რატი იონათამიშვილის მისამართით გაჟღერებული რეპლიკის გამო ბოდიში მოიხადა. უფლებადამცველები მომხდარს შშმ პირთა დისკრიმინაციად და სტიგმის გაძლიერებად აფასებენ, თავად ცხადაძე კი აცხადებს, რომ ეს იყო უბრალოდ „არასწორი ხუმრობა“ და არა ბულინგი.

თამარ ვეფხვაძე
15.07.2026

უკვე გადაწყვეტილია, რომ დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ ტრამვაი დააკავშირებს. ტენდერში, რომელიც თბილისის მერიამ გამოაცხადა დაპროექტება-მშენებლობაზე, თურქულმა კომპანია „ემრე რეიმ“ გაიმარჯვა. ახლა საინტერესოა, ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზი რეალურად განტვირთავს მოძრაობას, თუ პირიქით, საცობს შექმნის? სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ თუ ტრამვაი ავტობუსთან ერთად იმოძრავებს ერთ ზოლში (ბასლაინში), არავითარი საცობი არ შეიქმნება. გარდა ამისა, ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება, რომ ტრამვაი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. 

თამარ ვეფხვაძე
15.07.2026

ბოლო პერიოდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი მახასიათებელია ძლიერი სავალუტო შემოდინებები, რომლის ძირითადი წყაროა ექსპორტი, ტურიზმი და სავალუტო გზავნილები. სპეციალისტების შეფასებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების ეს მაჩვენებლები, რაც საბოლოოდ, ლარის გამყარებას უწყობს ხელს, მოსალოდნელიც კი იყო, რადგან ერთი მხრივ, აშშ-ირანის, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტმა საქართველოს, როგორც მშვიდობიანი და სტაბილური ქვეყნის ფუნქცია გაზარდა, რომელიც აზიისა და სხვა დანარჩენი ქვეყნების დამაკავშირებელ რგოლად იქცა. 

ნატალია ჯვარიძე
15.07.2026

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების გარშემო ატეხილი ხმაური ხელოვნურია. აცხადებს, რომ რადგან ოპოზიციას არც არჩევნებში წარმატების და არც ამბოხის რესურსი არ გააჩნია, მათი ერთადერთი მიზანი მუდმივი დესტაბილიზაციის გზით ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენაა. რაც შეეხება ახალ ძალებს, მათ შორის ვიქტორ ყიფიანის პარტიას, ზარდიაშვილი მათში არსებით განსხვავებას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ისინიც უბრალოდ საკუთარი „ნიშის“ პოვნასა ცდილობენ.

რეზონანსი
15.07.2026

საქართველოში ამერიკული ფეხბურთი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე მყოფი სპორტის სახეობაა, თუმცა უკვე ჰყავს მესვეურები, რომლებმაც მისი პოპულარიზაცია და განვითარება საკუთარ მისიად აქციეს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თორნიკე ხიდეშელს – საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ამერიკული ფეხბურთის კლუბ „ტიტანების“ დამფუძნებელს, მთავარ მწვრთნელსა და გუნდის კაპიტანს.

რეზონანსი
14.07.2026

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ბოიკოტს გამორიცხავს და არჩევნებისთვის ემზადებიან,   გაურკვეველია, რა ფორმითა და წინაპირობებით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ერთიანობისა და საერთო სტრატეგიის არარსებობის ფონზე, ნაწილი წინასწარ პოლიტიკურ დიალოგს ითხოვს, მეორე მხარე კი პროტესტს, ფინანსურ გამჭვირვალობასა და მკაცრი 6-პუნქტიანი გეგმის შესრულებას მიიჩნევს საარჩევნო ყუთებთან გასვლის წინაპირობად.

ირმა ჩიტაია
14.07.2026

საქართველოში ხორბლის ფასი, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. მიუხედავად რუსეთში არსებული გაურკვეველი მდგომარეობისა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანას საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული გზებითაც შეუძლია დანაკლისი შეავსოს ისე, რომ ამან ფასზე გავლენა არ მოახდინოს. მართალია, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვათ და პეროდუქციის უდიდესი რუსეთიდან მარაგდება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში არსებულ გაურკვეველ ვითარებას ქართულ ბაზარზე არსებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

მარიამ ვეკუა
14.07.2026

ევროკავშირსა და საქართველოს შორის კომუნიკაციის არხები პრაქტიკულად გაუქმებულია, ხოლო ბრიუსელი კვლავ ცდილობს გვერდი აუარის საქართველოს ხელისუფლებას და პირდაპირ „ქართველ ხალხთან“ გამართოს დიალოგი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ გაჟღერებულ ამ სტრატეგიულ იზოლაციას თბილისმა „სუვერენიტეტის უგულებელყოფა“ და  აბსურდი უწოდა.

თამარ ვეფხვაძე
14.07.2026

2025 წლის ბოლოს, სახელმწიფო უწყებების დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს კომერციულ ბანკებში 1.1 მილიარდი ლარი ჰქონდათ განთავსებული. აქედან, 833 მილიონი ლარი (76%) - მოთხოვნამდე ანაბრებსა და საბარათე ანგარიშებზე;  264 მილიონი ლარი (24%) - ვადიან დეპოზიტებზე. ფაქტია, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებს წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ოდენობის თავისუფალი სახსრები ჰქონდათ ბანკებში. ეს ნიშნავს, რომ რომ სახელმწიფო სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები თანხებს ვერ ითვისებენ, სახელმწიფო სახსრებს არაეფექტურად განკარგავენ და არ იციან შემოსავლები როგორ გამოიყენონ.

ნატალია ჯვარიძე
14.07.2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეჟისორ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა, ტელეკომპანია „ფორმულა“ პატივისა და ღირსების შელახვისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა და ინფორმაციის უარყოფა დააკისრა. ხაინდრავა მიღებული თანხით მედიატერორისგან დამცველი ფონდის დაარსებას გეგმავს, ხოლო „ფორმულა“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×