მარიამ ვეკუა 10.06.2026

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებების სერია გრძელდება - კიდევ 14 ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, მტკიცებულებები უდაოდ ცნო და პროკურატურასთან შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
|
ირმა ჩიტაია 09.06.2026

საქართველოს მთავრობა საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების ლიმიტს განუსაზღვრავს. აღნიშნულის ახალ კანონპროექტშია საუბარი, რომელიც შსს-მ მოამზადა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში ამ ცვლილების აუცილებლობას ვერ ხედავს, ნაწილი კი ახალ ინიციატივას მიესალმება, რადგან უცხოელი სტუდენტის სტატუსს ბევრი საეჭვო პიროვნებაა ამოფარებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.06.2026

სწორედ იმ დღეს, როდესაც აშშ-ის კონგრესი კავკასიის რეგიონში ჩინეთის მზარდ გავლენაზე შეშფოთებას აფიქსირებდა და შესაბამისი აქტიც მიიღო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და შეთანხმების ხელმოწერის შესახებ განაცხადა. ეს დამთხვევა, თუ დემონსტრაციულად გადადგმული ნაბიჯი კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას - რამდენად თავსებადია „ქართული ოცნების" ჩინური ვექტორის გაძლიერება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის განცხადებულ მიზანთან.
|
ნატალია ჯვარიძე 09.06.2026

სომხეთის საპარალემენტო არჩევნებიდან სამი დღე გავიდა და რუსეთის ხელისუფლება ნიკოლ ფაშინიანისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავს იკავებს. არჩევნებში მონაწილე პრორუსული ალიანსის - „სომხეთის" ლიდერი, ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი არჩევნების შედეგების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. კიდევ ერთი პრორუსული ბლოკის, „აყვავებული სომხეთის" ლიდერ გაგიკ ცარუკიანს 9 ივნისს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მესამე პრორუსული პარტიის - „ძლიერი სომხეთის" ლიდერ, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანზე კი სისხლის სამართლებრივი დევნა ჯერ კიდევ 7 ივნისის არჩევნებამდე იყო დაწყებული.
|
თამარ ვეფხვაძე 09.06.2026

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, შარშანდელთან შედარებით, 48%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება: დიდი ბრიტანეთი, აშშ, ნიდერლანდები. „რეზონანსი“ დაინტერესდა, რამ განაპირობა საქართველოში ინვესტიციების ზრდა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს გამუდმებით აშანტაჟებენ სანქციებით? ეკონომისტების შეფასებით, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა, რის გამოც ინვესტორები თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ.
|
მარიამ ვეკუა 09.06.2026

„ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციის ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობის" გასვლა უკვე შემდგარი ფაქტია და ახლო მომავლში ალიანსის სიმბოლიკიდან „ნაცების" ლოგოს ამოიღებენ. ენმ-ში ამაზე ჯერ კომენატრს არ აკეთებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.06.2026

შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა იმის სამართლებრივ საფუძველს ქმნის, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, გაათავისუფლონ და სამუდამოდ გააძევონ საქართველოდან. კანონპროექტი პარლამენტს ახლო მომავალში წარედგინება. ოპოზიციისა და ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება პირველ რიგში სწორედ სააკაშვილზეა გათვლილი.
|
ნატალია ჯვარიძე 09.06.2026

ორი დღის წინ ცხინვალში დე ფაქტო პრემიერი ძამბოლატ ტადტაევი და მასთან ერთად ე.წ. მთავრობა გადადგა. უკვე ცნობილია მისი შემცვლელის ვინაობაც - რუსი ჩინოვნიკი მარატ კამბოლოვი, რომელიც ახლახანს დაინიშნა დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად. მსოკოვსა და ცხინვალში ღიად აცხადებენ, რომ ეს ცვლილება „ინტეგრაციის გაღრმავების" შესახებ ახალ შეთანხმებას უკავშირდება. ქართული ოპოზიცია კი ამას ცხინვალის რეგიონის ანექსიის ახალი ეტაპის დასაწყისად მიიჩნევს.
|
რეზონანსი 09.06.2026
ჟენევა შვეიცარიის სიდიდით მეორე და რომანდიის უდიდესი ქალაქი, ჟენევის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს ჟენევის ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. მდინარე რონის ორივე ნაპირზე. შვეიცარიის ქალაქი ჟენევა მთელი ევროპის ცენტრალური ქალაქია. აქ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს ბუნებრივი სილამაზე და ინდუსტრიული მიღწევები. ისტორიული და კულტურული ნაგებობების უკან საოცარი მთათა კასკადი და ტბები იმალება.
|
მარიამ ვეკუა 09.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დონალდ ტრამპი აცხადებას, რომ ირანთან შეთახნმება უახლოეს მომავალში დაიდება, რის საფუძველზეც მომავალი ორ კვირის განმავლობაში აშშ ამ ომში თავის გამარჯვებას ოფიციალურად გამოაცხადებს. ჰორმუზის სრუტე კი, მისივე შეფასებით, შეთანხმების ხელმოწერიდან 2-3 დღეში სრულად გაიხსნება.
|
რეზონანსი 09.06.2026

ჩინეთის ქალაქ უსიში, ძიანგსუს პროვინციაში, კომპანია UtmoLight-ის ინჟინრები ახალ თაობის მზის ენერგიის ტექნოლოგიაზე მუშაობენ, რომელსაც სპეციალისტები უკვე მწვანე ენერგიის მომავალს უწოდებენ. საუბარია არა ტრადიციულ სილიციუმის მზის პანელებზე, არამედ პეროვსკიტის ტექნოლოგიაზე, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებას უფრო იაფს, ეფექტიანსა და შენობებში მარტივად ინტეგრირებადს ხდის.
|
ქეთო გოგოხია 08.06.2026

საერთაშორისო რეზერვების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელზეა. ქვეყნის წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების პროგნოზი წლის ბოლოსთვის 7 მილიარდი დოლარი იყო, თუმცა მაისის მაჩვენებელი უკვე ამ დონეზეა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის სიჭარბეა. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს გარკვეული ზომების მიღება, ე.წ. ოქროს შუალედის დაჭერა უწევს, რომ ლარი ზედმეტად არ გამყარდეს და ჭარბი ვალუტა ამოიღოს ბრუნვიდან, რასაც აკეთებს კიდეც. სამომავლოდ ამ მიმართულებით უფრო აქტიური ნაბიჯის გადადგმა მოუწევს, როცა დაანონსებული ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში და უცხოური ვალუტის მოცულობა გაიზრდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|