ნატალია ჯვარიძე
05.06.2025

ამ ხელისუფლებას ასეთი რაღაცეებით ვერ ჩამოაგდებენ და თუ ასე გააგრძელეს, პროტესტიც მინავლდება და მთავრობა ლეგიტიმურობას გაიმყარებს, განაცხადა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ ადგილობრივი არჩევნების მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულების კომენტირებისას. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას კი ამბობს, რომ, მისი აზრით, „ოცნება" და ამერიკა ერთად ვერ მოძოვენ და შეიძლება საქართველოზე პრეზიდენტმა ტრამპმა ისეთი განცხადებები გააკეთოს, რაც თბილისში არ მოეწონებათ.

მარიამ ვეკუა
05.06.2025

ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი იმდენად არასწორი გადაწყვეტილებაა, რომ ეჭვი ჩნდება, ამის ავტორები „ოცნებასთან" ხომ არ არიან შეკრულნი, აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, კონსოლიდაციის შემთხვევაში ოპოზიციას სულ მინიმუმ დიდ ქალაქებში მაინც სერიოზული შედეგის ჩვენება შეუძლია, მაგრამ თუ ბოლოს მაინც ბოიკოტისტებმა გაიმარჯვებს, ისე გამოჩნდება, რომ „ოცნება" არჩევნებს გაყალბების გარეშე იგებს და ამას დასავლეთიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

თამთა ჩაჩანიძე
05.06.2025

მიუხედავად იმ დიდი ზეწოლისა, რომელიც იყო ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მოახერხა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ საქართველო მუდმივად ახერხებს მშვიდობის მხარდაჭერას რეგიონშიც, აცხადებს პრემიერი ირაკლი კობახიძე, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

გვანცა წულაია
04.06.2025

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის იმაზე მეტად ზრდას პროგნოზირებს, ვიდრე მთავრობა და ეროვნული ბანკი. ასეთი რამ პირველად ხდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში სტაბილური და ხელსაყრელი მდგომარეობაა და მოლოდინიც პოზიტიურია. სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს ნალიტიკოსები და მიიჩნევენ, რომ ეკონომიკამ ყველანაირი საფრთხე უკან მოიტოვა. 

რეზონანსი
04.06.2025

საქართველოში ბინების დიდი ნაწილი შიდა განვადებით იყიდება, რაც ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონების მყიდველები კომპანიებს თავდაპირველად ბინის ღირებულების გარკვეულ პროცენტს უხდიან, შემდეგ კი დარჩენილი თანხის გასასტუმრებლად ბანკს მიმართავენ. ასე ნაწილ-ნაწილი გადახდილი თანხის გამო, კომპანიები შესაძლოა, პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მათ ახალი პროექტების დაწყებისთვის ფინანსური რესურსი შეუმცირდეთ. ასეთია სპეციალისტების ერთი ნაწილის მოაზრება, მეორე ნაწილის კი, მსგავს გარემოებას გამორიცხავს. 

მარიამ ვეკუა
04.06.2025

ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 4 ივნისს გაიმართა, შეხვედრის დაწყებამდე კი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ხაზგასმით თქვა, რომ ალიანსი უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტ მომენტში იმყოფება და „არასდროს არავინ უნდა იფიქროს თავდასხმაზე".

თამთა ჩაჩანიძე
04.06.2025

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ახალ ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება, ევროპარლამენტარები ოპოზიციას მუწოდებენ, რომ გამოიყენონ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, რაც "უკვე დადასტურდა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით". ამავე დროს, 2024 წლის არჩევნები ნახსენებია, როგორც "მანკიანი კენჭისყრა".

მარიამ ვეკუა
04.06.2025

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი იშლება - 17-წლიანი ფუნქციონირების შემდეგ ორგანიზაცია რეორგანიზაციას ეტაპზეა , საინფორმაციო ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს.

ნატალია ჯვარიძე
04.06.2025

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100 000 დრონს გადასცემს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა. მისივე განცხადებით, უკრაინა 359 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დრონებს 2026 წლის აპრილამდე მიიღებს.

ნატალია ჯვარიძე
04.06.2025

მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადაა, - ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვები, პირველ რიგში, რუსული ნავთობის ექსპორტს ეხება.

თამთა ჩაჩანიძე
04.06.2025

"ქართული ოცნება" დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას წერილობით რეჟიმში აგრძელებს, ამჯერად ვრცელი მიმართვის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ადრესატი კი ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

გვანცა წულაია
03.06.2025

2028 წლისთვის საქართველოს მთავრობამ ექსპრესგეგმა დაისახა. თითქმის წარმოუდენელია სამ წელიწადში უმუშევრობის 4%-ზე დაბლა დაყვანა და საშუალო ხელფასის 3500 ლარზე მეტად გაზრდა, თუმცა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” გუნდი ამ გეგმას 2028 წლისთვის განახორციელებს, რასაც ეკონომისტები გადაჭარბებულ გათვლას უწოდებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×