ირმა ჩიტაია
07.07.2026

მიტოვებული სამშენებლო არეალების გამო დედაქალაქში უსაფრთხოების სერიოზული რისკია. მართალია პრობლემა მასშტაბური არ არის, მაგრამ რამდენიმე ისეთი ტერიტორიაა დედაქალაქში, სადაც მიტოვებული  მშენებლობები დაკონსერვებული არ არის. ამ კუთხით კანონმდებლობა ბოლო დროს გამკაცრდა, მაგრამ როგორც ჩანს კონტროლი შესუსტებულია. საფრთხე შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გაჩნდეს, როგორც ეს  ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებრე ტერიტორიაზე მოხდა.

თამარ ვეფხვაძე
07.07.2026

უკვე 1 თვეზე მეტია საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი იაფდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ტენდენცია საქართველოს ბაზარზე არ ასახულა. არადა, ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი, უფრო ზუსტად, ტრანსპორტირების ხარჯი ნებისმიერი პროდუქტის ფასწარმოქმნის სისტემაში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა, რომ პროდუქტები რეალურად გაიაფდეს და ხალხმა შვებით ამოისუნთქოს, სასიცოცხლოდ აუცილებელია საწვავის გაიაფება. „რეზონანსი“ დაინტერესდა, რა ხდება ადგილობრივ ბაზარზე და გაარკვია, რომ ნავთობკომპანიებმა საწვავი თურმე გააიაფეს, ოღონდ ისე, რომ მომხმარებელი, სამწუხაროდ, ამას ვერ გრძნობს!

ირმა ჩიტაია
06.07.2026

საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში სოფლების დაცარიელების ტენდენცია, თუმცა შედარებით ნაკლები ტემპით. საქსტატის აღწერით დგინდება, რომ საქართველოში დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 10 წელიწადში 1.5-ჯერ არის გაზრდილი. სპეციალისტების აზრით, მართალია მდგომარეობა საგანგაშოარ არის, მაგრამ არსებული სურათი დამაფიქრებელია.

ქეთო გოგოხია
06.07.2026

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მოდელი შეიცვალა - სტრატეგიულ ობიექტს სახელმწიფო ააშენებს. ამ გადაწყვეტილებით, ჩინური კონსორციუმი პროექტის წამყვანი ძალა აღარ იქნება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევანი შეჩერდა მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებულ ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელზე. გადაწყვეტილებამ ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების მხრიდან მყისიერი რეაგირება გამოიწვია. მათი  შეფასებით, ამ მასშტაბის ობიექტის მართვის სადავეების სახელმწიფოს მიერ აღება პრინციპული ნაბიჯია, რადგან პორტი არა მხოლოდ სატრანზიტო ჰაბი, არამედ საქართველოს მთავარი გეოპოლიტიკური ბერკეტია.

ქეთო გოგოხია
06.07.2026

კლიმატური ცვლილების გამო მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს სერიოზული ზარალი ელოდება. ექსტრემალური სიცხეები და ჰაერის მასების არაპროგნოზირებადი გადაადგილება გლობალური კატასტროფაა, რომელიც პირდაპირ ანადგურებს ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას და რაც ყველაზე ტრაგიკულია, ადამიანების სიცოცხლეს. ამის უმძიმესი მაგალითი საქართველომ საკუთარ თავზე გამოცადა - შოვის შემზარავი ტრაგედია, რომელიც მყინვარის დნობითა და კლიმატური ცვლილებებით იყო პროვოცირებული,

ქეთო გოგოხია
02.07.2026

გლობალურ ბაზრებზე საწვავი იაფდება. ცვლილება ქართულ ბაზარზე საწყის ეტაპზე არაბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა დაიწყეს და ფასი საშუალოდ 10-20 თეთრით შეამცირეს, თუმცა ბრენდირებულ  სადგურებში ამ მხრივ ვითარება, ფაქტობრივად, უცვლელია. როგორც სექტორში აცხადებენ, გლობალური ბაზრის მოცემულობა იძლევა საშუალებას, რომ ფასში საგრძნობი სხვაობა დაფიქსირდეს და მომხმარებელმა შეღავათი იგრძნოს, რაც ჯერჯერობით, ბენზინზე დაწესებული სტანდარტიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება.

თამარ ვეფხვაძე
01.07.2026

საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდება. ამის მიზეზი ის რეგულაციაა, რომელიც აზერბაიჯანმა შეცვალა, უფრო ზუსტად, გაამკაცრა. ეს ნიშნავს, რომ ცხვრის და მსხვილფეხა ცხოველის ექსპორტის დროს, შემცირდება სულადობა. მართალია, ცოცხალი პირუტყვის ქართველ ექსპორტიორებს პრობლემა შეექმნებათ, მაგრამ სპეციალისტების განცხადებით, ეს ცუდი სულაც არ არის. პირიქით, თუ ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი დაიკლებს, ამით ადგილობრივი ბაზარი იხეირებს. 

ირმა ჩიტაია
30.06.2026

საქართველოში, 2 დიდი ქალაქის გარდა, რეალურად არც ერთი რეგიონი არ ვითარდება. თუ არ ჩავთვლით თბილისს და აჭარას, რეგიონების უმეტესობა როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით, ასევე ეკონომიკურად და ცხოვრების ხარისხითაც სერიოზულ პრობლემას განიცდის. ამ საკითხზე მუდმივად იყო საუბარი, თუმცა ვერც ერთმა ხელისუფლებამ საკითხის რეალური გადაჭრა ვერ შეძლო. შესაბამისად, მოსახლეობა ცდილობს თვითგადარჩენის მიზნით დიდ ქალაქებს მიაშუროს და ამასობაში რეგიონების უმეტესობა ცარიელდება.

თამარ ვეფხვაძე
30.06.2026

საქართველოს, როგორც მშვიდობიანი, უსაფრთხო და სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა სულ უფრო მეტად იზრდება. მით უფრო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ჩრდილოეთის კორიდორი, ხოლო აშშ-ირანის კონფლიქტის გამო, ჰორმუზის სრუტე, იგივე სამხრეთის კორიდორი არასაიმედოა. ამ ფონზე, საქართველოსა და მასზე გამავალ შუა დერეფანს ალტერნატივა არ აქვს. ამას მოწმობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში, ხოლო მანამდე უზბეკეთში, თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში. 

ქეთო გოგოხია
29.06.2026

ყირიმში ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირასაა, რის გამოც რუსი დამსვენებლების უმეტესობა საქართველოს ირჩევს და ეს სტატისტიკურადაც დადასტურებულია. უკვე გავრცელდა  სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ-დაჯავშნის სერვის „ოსტროვოკის“ კვლევა, რომლის მიხედვითაც, რუსებს შორის საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა, 2025 წელთან შედარებით, 66%-ით მოიმატა. კარგი მოლოდინი აქვთ შავიზღვისპირა კურორტებზეც, სადაც ადასტურებენ გაზრდილ ინტერესს.

ქეთო გოგოხია
29.06.2026

წელს თხილის ფასის მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი. ამის მიზეზი თურქეთში დიდი მოსავლიანობაა. გარდა ამისა, საქართველოშიც კარგ მოსავალს ელიან, რაც ფასზე იმოქმედებს. შარშან თურქული თხილის სიმცირემ გლობალურ ბაზრებზე პროდუქტის გაძვირება გამოიწვია. შესაბამისად, საქართველოში 1 კგ თხილის ფასი 10 ლარს აღწევდა, რითაც 2010 წლის რეკორდიც კი მოიხსნა. წელს დინამიკა იცვლება და  მწარმოებლები  დაბალ ფასს და ექსპორტიდან შემოსავლების კლებას ელიან. როგორც წესი, თურქთში მოსავლის ზრდა ქართულ თხილზე მოთხოვნას ამცირებს და რეალურად ახლა ეს მოცემულობა დადგა.

თამარ ვეფხვაძე
25.06.2026

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა უკვე დაიწყო. ეს პროექტი პირდაპირი და ეფექტიანი პასუხია იმ მზარდ მოთხოვნაზე, რომელიც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის მიმართ არსებობს. სპეციალისტების შეფასებით, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ შუა დერეფნიდან ტვირთების მოცულობა საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა, არამედ ესაა აშშ-ის ინტერესების დაფიქსირება ჩინურ ინტერესებთან კონკურენციის პრიზმაში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×