
აშშ-ის ხაზინის მდივნის განცხადებით, ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქვეყნის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობით შოკირებულია.
სკოტ ბესენტის შეფასებით, თეირანი ვაშინგტონთან ეკონომიკურ ბრძოლაში აგებს.
"ისინი ამას ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. თუ გადავხედავთ, რას ამბობდა ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბოლო 10 დღის განმავლობაში, ცხადი ხდება, რომ ისინი საკუთარი ეკონომიკის მდგომარეობით შოკირებულები არიან. ჩვენ ვხედავთ რიგებს ბენზინგასამართ სადგურებთან. წარმოგიდგენიათ, მსოფლიოში ენერგორესურსების წარმოების მასშტაბით მესამე ქვეყანას ბენზინის იმპორტი უწევს. ახლა მათ ბენზინგასამართ სადგურებთან სამ-ოთხსაათიანი რიგები აქვთ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება.
ვფიქრობ, შურისძიებას სამხედრო გზით ცდილობენ, რადგან ეკონომიკურ ბრძოლაში აგებენ. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეკონომიკა ჩამოიშალოს. ჩვენ გვჭირდება, რომ რეჟიმი გონს მოეგოს", - განაცხადა სკოტ ბესენტმა.