რეზონანსი
31.08.2026

 საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი - ეს ის მიმართულებებია, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 8 პროცენტი შეადგინა. ოფიციალური განახლებული მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

საანგარიშო პერიოდში, იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7,9 პროცენტი შეადგინა.

სტაბილური და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგებზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული დადებითი დინამიკა მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინების საფუძველს იძლევა. აქცენტი კეთდება ადგილობრივი ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებლებზე, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დადებით ტენდენციად სახელდება.

ეკონომიკის დინამიურ განვითარებაზე აკეთებენ აქცენტს ანალიტიკოსებიც. ექსპერტების შეფასებით, გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება.

ეკონომიკური ზრდის შესახებ განახლებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველი თვის ბოლოს აქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×