რეზონანსი
31.08.2026

 "სა­ჭი­როა ფორ­მუ­ლა - ყვე­ლა მი­ნუს ივა­ნიშ­ვი­ლი - ძალა ერ­თო­ბა­შია და ამას პრაქ­ტი­კა­ში უნდა ხორ­ცის შეს­ხმა", - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის მიერ ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მის პი­რად გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­წო­ლი­სა და ნორ­მა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არ­სე­ბულ 2500-ვე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე 15-20 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფე­ბის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის.

„2022-2026 წლებ­ში, 500-1000 ადა­მი­ა­ნი სის­ხლით თუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლით ცი­ხე­ში გა­უშ­ვეს. 5 000-10 000-მდე ადა­მი­ა­ნი არის და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის, პრო­ქარ­თუ­ლი, პრო­ევ­რო­პუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გამო. 2 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­აგ­დეს, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის გამო. 500-1000-მდე ადა­მი­ა­ნი სცე­მეს, აწა­მეს, სახ­ლთან დახ­ვდნენ. 10 000-ობით ადა­მი­ანს ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კეს და აგი­ნეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2500-მდე სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნია, ანუ სო­ფე­ლი, თემი, უბა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, თითო უბან­ში 5-7 ასე­თი დევ­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქეა. პლუს მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი, თა­ნა­მო­აზ­რე, მე­ზობ­ლე­ბი და ჯამ­ში 20-35 ადა­მი­ა­ნია თითო თემ­ში აქ­ტი­უ­რი, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე რე­ჟი­მის. ცხა­დია, ამ ხალ­ხის გარ­და, კი­დევ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი.

ზე­წო­ლა რომ მო­ვახ­დი­ნოთ რე­ჟიმ­ზე, შე­ტე­ვა­ზე ვი­ყოთ და მათი იძუ­ლე­ბა მო­ვა­ხერ­ხოთ - ნორ­მა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი მი­ვი­ღოთ, ამის­თვის სა­ჭი­როა ამ 2 500 უბან­ში, თემ­ში გვყავ­დეს 30 000-40 000 კა­ცი­ა­ნი მომ­ხრე­თა აქ­ტი­უ­რი, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი "ჯარი". თითი სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში 15-20 ადა­მი­ა­ნი გვჭირ­დე­ბა. ახლა კი­თხვა: მარ­ტო ეს რო­მელ პარ­ტი­ას შე­უძ­ლია?! მა­გა­ლი­თად, წინა, გა­სულ 2-3 "არ­ჩევ­ნებ­ში" პარ­ტი­ე­ბის 90% არა­თუ 2500 უბან­ზე 15-20 წევ­რი, არა­მედ 2500 უბან­ზე თითო წევ­რიც ვერ ჰყავ­დათ. თუ უბან­ში 15-20 ადა­მი­ა­ნი არ გვყავს, ვინც მუ­შა­ობს ხალ­ხთან, ავ­რცე­ლებს სი­მარ­თლეს, იცავს ხმებს, აკე­თებს მო­ბი­ლი­ზე­ბას, მა­შინ უბ­რა­ლოდ აზრი არა აქვს ბა­ქი­ბუქს.

რე­ა­ლუ­რად, ეს ხალ­ხი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ცალ-ცალ­კე და გა­თი­თო­კა­ცე­ბულს არ შეგ­ვიძ­ლია ამ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აწყო­ბა. ამი­ტომ, არის სა­ჭი­რო ფორ­მუ­ლა - ყვე­ლა (!) მი­ნუს ივა­ნიშ­ვი­ლი. ერ­თად შევ­ძლებთ ამ "არ­მი­ის" 30 000-40 000-ია­ნის შექ­მნას?! - ცხა­დია, კი! ამას თუ გა­ვა­კე­თებთ, ორ­გა­ნი­ზე­ბულს გავ­ხდით ამ გა­თი­თო­კა­ცე­ბულ მებ­რძო­ლებს, მა­შინ შევ­ძლებთ წნეხს, შე­ტე­ვას და მი­ვი­ღებთ სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს, სა­დაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბი გა­ი­მარ­ჯვე­ბენ.

ცალ-ცალ­კე 5 კა­ცი­ა­ნი პარ­ტი­ე­ბი, ფაქ­ტია, ვერ შეძ­ლე­ბენ 2500 თემ­ში ამ მო­ბი­ლი­ზე­ბის გა­კე­თე­ბას. ერ­თად? - ერ­თად უპი­რო­ბოდ შევ­ძლებთ! ტვ-ები­დან 1000-ჯერ ნა­სა­უბ­რე­ბის ლა­პა­რაკს, ყვე­ლამ გა­ვი­ნა­წი­ლოთ უბ­ნე­ბი და ად­გილ­ზე გა­ვა­კე­თოთ 15-20 კა­ცი­ა­ნი გუნ­დე­ბი. მა­გა­ლი­თად, მე ცი­ხი­და­ნაც კი შევ­ძლებ 2-3 ასე­თი უბა­ნი "ჩა­ვი­ბა­რო". გა­ვა­კე­თო 15-20 კა­ცი­ა­ნი გუნ­დი თითო უბან­ზე. ეს არის კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე. ტყუ­ი­ლად ტვ-ში "ბუქ­სა­ო­ბას", ერთი და იმა­ვეს ღეჭ­ვას, სჯობს რე­ა­ლუ­რი საქ­მით დავ­კავ­დეთ. თო­რემ, ხვალ რომ ჩა­ი­ნიშ­ნოს არ­ჩევ­ნე­ბი, გა­მო­დით და თქვით - ვის გყავთ უბან­ზე 1 ადა­მი­ა­ნი მა­ინც.

ძალა ერ­თო­ბა­შია და ამას პრაქ­ტი­კა­ში უნდა ხორ­ცის შეს­ხმა. იმე­დი არ მაქვს კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზე ხა­ლი­სით ისა­უბ­რონ "კო­მენ­ტა­ტო­რებ­მა", მაგ­რამ უამ­რა­ვი გულ­წრფე­ლი მებ­რძო­ლია გა­რეთ და მათ ვუ­ზი­ა­რებ ჩემს აზრს. უაზ­რო "მოს­პი­კე­რო", მო­ლა­ი­ლაე ხალ­ხი აღარ არის სა­ინ­ტე­რე­სო! ნამ­დვილ, მშრო­მელ, მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად ვი­მოქ­მე­დოთ.

5 დღეა, რომ პარ­ტია შექ­მნეს და ახლა ტვ-დან ჭკუ­ას გვა­რი­გე­ბენ, რო­გორ შეც­ვა­ლეს "პა­რა­დიგ­მა" - იცით, რა სა­სა­ცი­ლო სა­ყუ­რებ­ლე­ბი ხართ?! - სამ­წუ­ხა­როდ, 2500 უბან­ზე კი არა, ვარ­კე­თი­ლის 3-ა მკრ-ში, აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში, ზემო პლა­ტო­ზე არ იქ­ნე­ბით ნამ­ყო­ფე­ბი....

ბი­ძი­ნას და­მარ­ცხე­ბა გინ­დათ ასე ცალ-ცალ­კე და, მა­გა­ლი­თად, სუ­რებ­ში, ზოტ­ში, ბუ­კის­ცი­ხეს რომ არ მი­თხრათ, ვინ და­ი­ცავს თქვენს ხმებს?! "ლატე არ შეგ­შრო­ბი­ათ" პირ­ზე და მე­დი­დუ­რად ბა­ქი­ბუ­ქობთ!

მე თქვენ­სკენ ვარ! უკა­ნას­კნე­ლი ვიქ­ნე­ბი თქვენ­ში, თქვე­ნი მსა­ხუ­რი ვიქ­ნე­ბი - მხო­ლოდ თქვე­ნი ჭი­რი­მე, უაზ­როდ ნუ იჭა­ჭე­ბით! ძა­ლის ეში­ნია ივა­ნიშ­ვილს, საქ­მე და ძალა, რაც არის, მო­გახ­სე­ნეთ. უაზ­რო ლაი-ლაი არ აში­ნებს რე­ჟიმს!

ერ­თი­ა­ნო­ბას აზრი არა აქვს - ცალ-ცალ­კეო, იდენ­ტო­ბაო, მაგ­რე­ბი ვარ­თო, წარ­სუ­ლი არ გვამ­ძი­მებ­სო და, სულ რომ არა­ფე­რი, ფბ-ზე თქვენს 12-27-51 "ლა­ი­ქი­ან" პოს­ტებს მა­ინც და­აკ­ვირ­დით.

და­ეშ­ვით მი­წა­ზე და რე­ა­ლურ მო­ბი­ლი­ზე­ბა­ზე ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ! ტყუ­ი­ლად დრო­ის გა­წელ­ვის გარ­და, არა­ფე­რი ხდე­ბა თქვე­ნის მხრი­დან. კი­დევ ერთხელ "პარ­დონ", რომ ცოტა ცხა­რედ ვმსჯე­ლობ - მე თქვე­ნი­ა­ნი ვარ", - წერს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×