რეზონანსი
31.08.2026

 შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ამ გორ­ში მომ­ხდარ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ორი პირი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა ქა­ლაქ გორ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა ერთ პირს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ კი იცო­და მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­მა, თუმ­ცა მას პო­ლი­ცი­ის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ არ შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 2 პირი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა ქა­ლაქ გორ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა ნაც­ნობს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და ერთი პირი, თუმ­ცა მან მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცი­ას არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ორი­ვე მათ­გა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×