რეზონანსი
31.08.2026

გამაოგნებელია, რომ კიდევ დარჩა ვიღაც, ვინც გილაურის გათეთრების სპეცოპერაციას ჯერ კიდევ გილაურის „დევნას“ უწოდებს? თურმე რამდენიმე მილიონი არ აღმოაჩნდა ყადაღის გამოსახსნელად და საბრალოს სახლი გაუყიდეს. ე.ი. დასაჯეს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და რამდენიმე კითხვას სვამს.

„გილაურისგან ფულის ამღები პოლიტიკოსები ადასტურებენ მინიმუმ, 20 მილიონის აღებას, სხვები საუბრობენ, რომ 20 კი არა, 40 მილიონი გადაიხადა გილაურმა ერთობის ჩაშლაში. ყველა შე,მთხვევაში, თუ ამდენი ფული პარტიისთვის მისაცემად ჰქონდა, საკუთარი სახლისთვის 4 თუ 7 მილიონი არ აღმოაჩნდა? და თუ არ აღმოაჩნდა, ე.ი. ის 20 და 40 მილიონი მისი არ იყო და თუ არ იყო, აბა ვისი იყო?

შემდეგი კითხვა, რომელიც მინდა დავსვა: აი, ამ „პოლიტიკური დევნის“ დროს გილაურებმა დაკარგეს „საქართველოს ბანკი?“ თუ არ დაკარგეს, ბანკს მოგება შეუმცირდა მაინც? – არა. ირკვევა, რომ გაიზარდა და 2 მილიარდს აჭარბებს (საბრალომ კი 4 მილიონი ვერ გამონახა).

კიდევ ერთი მოკრძალებული კითხვა მინდა დავსვა: გილაური საკუთარ „გაყიდულ“ სახლში აღარ ცხოვრობს? თუ მისმა უახლოესმა მეგობარმა, ვინმე სტურუამ, რომელმაც ეს სახლი „იყიდა“, თავისი ძმაკაცი გილაური ქუჩაში გამოაგდო?

ხოდა, ახლა მოაზროვნე ხალხს მინდა ვკითხო: რისი სუნი უდის ამ ყველაფერს? თქვენც იგივე სუნი გცემთ, როგორც მე?“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ ყიდვა-გაყიდვას გამართლება ვერცერთ შემთხვევაში ვერ ექნება.

„ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ეს უნდა იყოს ერთობა დაფუძნებული პრინციპებზე და ერთ-ერთი მთავარი პრინციპია – არცერთი გარიგება დიქტატურის საცეცებთან და ამ საცეცებისთვის მანიპულირების შესაძლებლობების არდაშვება.

რაც შეეხება გილაურს, ყველა უნდა შეეშვას თავის მოტყუებას და ხალხის იდიოტებად გამოყვანას. სიმართლე არის ერთი: სეპარატულ გარიგებებs კულისებში და პოლიტიკურ ყიდვა-გაყიდვას გამართლება ვერცერთ შემთხვევაში ვერ ექნება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×