
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში.
მისივე თქმით, მოსკოვი მზადაა პეკინთან ითანამშრომლოს უვიზო რეჟიმის მუდმივად ამოქმედებაზე, თუ ჩინეთი ამას სასარგებლოდ მიიჩნევს.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი და სინ ძინპინი ყირგიზეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებიან, რომელიც დღეს და ხვალ ბიშკეკში იმართება.
რუსული მედიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ცხრა ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვთან, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.