რეზონანსი
31.08.2026

ჩვენი ბავშვები მიდიან სკოლაში, სკოლას კი გაუჩნდა ძალიან ბევრი პრობლემა და მათი რიცხვი იზრდება. თავის დროზე ჩვენ მიერ მანდატურების ინსტიტუტის შემოღებამ სკოლაში დაასრულა კრიმინალების ათწლეულებიანი თარეში და მისცა ბავშვებს საშუალება, ესწავლათ უსაფრთხო გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ქოცებმა“ მანდატურების უფლებები მკვეთრად შეზღუდეს, „დააჩმორეს“ ის და სკოლაში ისევ დაბრუნდა გარჩევები, ფულის წართმევა და კრიმინალი. არანაკლებ საგანგაშოა სკოლაში კორუფციის დაბრუნება. საქმე იმაშია, რომ ჩემს საბჭოთა ბავშვობაში და, მით უმეტეს, შევარდნაძის 90-იანებში, სკოლებში იყო მუდმივი ფულის შეკრება და ზოგადი კორუფცია, შემდეგ ჩვენ კორუფცია მთლიანად ამოვძირკვეთ. ახლა ისევ დაიწყო ყველაფერზე ფულის აკრეფა – მასწავლებლების დაბადების დღეზე, 8 მარტზე, ფარდების ყიდვაზე, ნუ, რეპეტიტორობაზე თავისთავად. ბავშვებს აჩვევენ, რომ აღებმიცემობა ჩვეულებრივი ამბავია, რაც მენტალურ კატასტროფას მოასწავებს“, – წერს სააკაშვილი.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ფორმის ამოცანაა ინდივიდუალიზმის და თავისუფლების შეზღუდვა.

„ძველი ჩვევების დაბრუნებას თან დაერთო ივანიშვილის ნოსტალგიით განპირობებული სკოლის ფორმების შემოღება (ტიპს „საბჭოთა ვოლგა“ მოსწონს და ფორმა რატომ არ მოეწონება). შესაბამისად, ამ ფორმების ტენდერებზეც, რა თქმა უნდა, სრულად არის წარმოდგენილი ქოცური კორუფცია. ფორმის ამოცანაა ინდივიდუალიზმის და თავისუფლების შეზღუდვა, ყველას ჩარჩოებში ჩასმა. მე, პირადად სკოლის მთელი პერიოდი მეზიზღებოდა ჩემი ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. როგორც კი მოვიშორებთ ამათ, ფორმებიც გაუქმდება. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება ძალიან მალე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×