რეზონანსი
31.08.2026

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესზე “ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი აჩვენეს, სადაც  ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ჰყვება, რომ ბრალი ოჯახის წევრების თხოვნით აღიარა - ეს ინფორმაცია დახურული სასამართლ პროცესიდან სუს-ის ექს-შეფის ადვოკატმა გამოიტანა.

ლილუაშვილის უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ მიქაუტაძემ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ჩვენება თავისუფლების სანაცვლოდ მისცა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მისთვის გადარჩენის გზა, ის ცდილობს ამით, რომ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება" - აცხადებს ლანა ცერცვაძე.

"მან საბოლოო სიტყვაში ისაუბრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებს დანაშულს, თავს დამნაშავედ არ თვლის, არ ჩაუდენია დანაშული, ადამიანი აცხადებს, რომ იმ მიზნით, რათა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, თანახმაა, საკუთარ თავზე დაიბრალოს არ ჩადენილი დანაშაული, რასაც სთხოვს მისი მეუღლე.

მანამდე, სანამ გამოკითხებოდა ბატონო რომეო ამ სისხლის სამართლის საქმეზე, მასთან იყვნენ შესულები ოჯახის წევრები, მეუღლე იყო შესული, რომელმაც დაარწმუნა, რომ... თავად საუბრობს იმაზე, რომ ეს არის ოჯახის თხოვნა, რომ თუნდაც, საკუთარ თავზე თანახმაა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ,   საკუთარ თვაზეც კი დაიბრალოს ის დანაშაული, რომელზეც განმარტავს, რომ არ ჩაუდენია, მითუმეტეს, ეს ადამიანის, თავისუფლების სანაცვლოდ წამსვლელია იმაზე, რომ სხვა ადამიანს დააბრალოს დანაშაული, რომელიც იმ სხვა ადამიანს არ ჩაუდენია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მისთვის გადარჩენის გზა, ის ცდილობს ამით, რომ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, თავადაც საუბრობდა, რომ ითხოვდა საპროცესო შეთანხმებას, - ამბობს უფლებადამცველი.

საქმის პროკურორი კი მიიჩნევს, რომ “ტვ პირველის“სიუჟეტი, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა, მტკიცებულებების ჭრილში ვერ იქნება განხილული.

"მიქაუტაძესთან დაკავშირებით, მაგალითად, რაც შეიძლება შემხებლობაში იყოს ამ საქმესთან, მან, მის პროცესზე განაცხადა, რომ ფრაზა ზუსტად არ მახსოვს, თუ არ  ვცდები “ტვ პირველის“ სიუჟეტი ჰქონდა დაცვის მხარეს, სადაც მიქაუტაძე საუბრობს, რომ ლილუაშვილთან ჰქონდა გარკვეული კომუნიკაცია, ამ თემას ახლა არ ჩავშლი - ასეთ ფრაზას ამბობს, იმ დროისთვის ბრალდებული მიქაუტაძე და მეტ დეტალში ამ საკითხთან დაკავშირებით არ შედის. ამიტომ, ჩემთვის ნამდვილად, გულწრფელად ბუნდოვანია, რა მიდგომა და მიმართულება აქვს დაცვის მხარეს, ეს ალბათ დასკვნით სიტყვაში გახდება ცნობილი. მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ჩემ პოზიციას, რომ სხვა პროცესზე, სხვა საქმეზე, სხვა ფაქტებთან დაკავშირებული სიუჟეტი, რამდენადაც პროფესიონალურად არ უნდა ჰქოდნეთ ეს ჟურნალისტებს მომზადებული, მტკიცებულებების ჭრილში ვერ იქნება განხილული, - ამბობს მარიამ ბერძენიშვილი.  

გრიგოლ ლილუაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 3 სექტემბერს ჩაინიშნა. პროცესზე კვლავ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×